13:46 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მშრალ და ზაარბრიუკენის ხიდებს შორის ასფალტის საფარის ქვედა ფენის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
მამუკა მდინარაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

სიახლეები

ირაკლი ბერაია: „საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს“

საქართველო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს აშშ-ის დღის წესრიგში“ - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, ამერიკელი სენატორებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს ასევე, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციას, რომელიც რუსეთისდიდი შვიდეულისჯგუფში არდაშვებას გულისხმობს მანამ, სანამ იგი პატივს არ სცემს მისი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას და არ იქნება დემოკრატიის პრინციპების ერთგული.

 

ირაკლი ბერაიას თქმით, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული მოსმენისას, რომელიც რუსეთთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის მომავალს ეხებოდა, აგრეთვე, წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაშიამერიკელმა კანონმდებლებმა, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის საქმიანობას, რომელიც არ არის თავსებადი დემოკრატიის პრინციპებთან და უდიდესი საფრთხის მატარებელიარუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას და ოკუპაციის მძიმე შედეგებსყურადღება გამახვილდა რეგიონში აშშ-ის მოკავშირეების, მათ შორის, განსაკუთრებით საქართველოს მხარდაჭერაზე

 

ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან თანამშრომლობას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასკონგრესში გამართულ განხილვებისას, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების და მდგრადობის გაძლიერებისთვის, თავდაცვის ტრანსფორმაციის და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებისთვის  გადადგმული ნაბიჯების ხაზგასმაც ამის ნათელი დადასტურებაასაქართველო და ქართველი ხალხი მადლიერია და განსაკუთრებულად აფასებს ქართული დემოკრატიის და საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისთვის აშშ-ის და მეგობარი ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას“ - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მსოფლიოს ქვეყნების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა

13 იან 2020კვირის გრაფიკი

            მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნებთან შედარებით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში ოდნავ უფრო მაღალია. გაეროს მონაცემების თანახმად საქართველოს...

ურბანიზაციის დონე საქართველოში

6 იან 2020კვირის გრაფიკი

ურბანიზაციის დონით საქართველო მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე შედარებით უფრო მაღალია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 59% ცხოვრობს...

საქართველოს სახელმწიფო ვალი - ყველაზე მაღალ ნიშნულზე 2004 წლის შემდეგ

30 დეკ 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებაში ბოლო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 14 პროცენტული პუნტქით გაიზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით მოსალოდნელია, რომ 2019 წლის...