14:52 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ახალი ავტობუსები კიდევ 6 მარშრუტზე გავიდნენ
ირაკლი ხმალაძე: ერთი კვირის თავზე წარმოვადგენ მიკროავტობუსების ჩანაცვლების გეგმას

სიახლეები

თეა წულუკიანი ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვდა

ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის რიგით მე-18 სესიის ფარგლებში, ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვდა.

შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების შესახებ  ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ეთნიკური წმენდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და ომის დანაშაულების მსხვერპლი გახდა, გამოძიებიდან ელოდება კონკრეტულ შედეგებს, რათა აღსრულდეს მართლმსაჯულება.  ასევე, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა ძალიან მაღალ დონეზე ხორციელდება.

როგორც შეხვედრაზე პროკურორმა ფატუ ბენსუდამ განაცხადა, რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიება აქტიურ ფაზაშია  და მისი, როგორც ჰააგის სასამართლოს პროკურორის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულ საქმეზე კონკრეტული შედეგები დადგეს. ფატუ ბენსუდას უფლებამოსილების ვადა 2020 წლის ბოლოს ეწურება.

პროკურორ ბენსუდასთან შეხვედრამდე თეა წულუკიანი ჰააგის სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის თავმჯდომარე ო-გონ კვონს შეხვდა. მხარეებმა  ასამბლეის საქმიანობაში საქართველოს მონაწილეობასა და ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ საქართველოდან კანდიდატურის წარდგენაზე ისაუბრეს.

როგორც ცნობილია, ჰააგის სასამართლოს მოსამართლის არჩევნები 2020 წლის დეკემბერში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა რეგიონიდან 6 მოსამართლე უნდა აირჩეს. საქართველო მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენას აღმოსავლეთ ევროპის კვოტით აპირებს, ვინაიდან გაისად უფლებამოსილების ვადა ჩეხ მოსამართლეს ეწურება.

პროკურორ ბენსუდასთან შეხვედრით ვიცეპრემიერმა ჰააგაში ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანი შეხვდა სასამართლოს თავმჯდომარეს, განმწესრიგებელს, ჰააგის სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის თავმჯდომარეს და სიტყვით გამოვიდა პლენარულ სხდომაზე.

საქართველოს დელეგაცია ასამბლეაზე აქტიურ მონაწილეობას განაგრძობს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, რომელიც პლენარულ სესიაზე სიტყვით 5 დეკემბერს გამოვა. პლენარულ სხდომებსა და სამუშაო ჯგუფებში საქართველოს სახელით აქტიურად მონაწილეობენ, აგრეთვე,  იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე და საელჩოს სამართლებრივი მრჩეველი გიორგი ნაკაშიძე.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

გენდერული თანასწორობა საქართველოში

3 აგვ 2020კვირის გრაფიკი

       ევროპულ ქვეყნებს შორის გენდერული უთანასწორობა შრომის ბაზარზე საქართველოში ყველაზე მაღალია. ევროსტატის და საქსტატის მონაცემებით საქართველოში ქალის საშუალო თვიური ხელფასი...

სოციალური უთანასწორობა ევროპაში

27 ივლ 2020კვირის გრაფიკი

      შემოსავლების გადანაწილების უთანასწორობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალია ევროპაში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო ჯინის ინდექსი 36.4%-ია, რაც ევროპაში მეხუთე ყველაზე...

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ევროპაში

20 ივლ 2020კვირის გრაფიკი

               საქართველოში ატმოსფეროშ ნახშირორჟანგის გამოყოფა ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით ნაკლებია ვიდრე დანარჩენ ევროპაშ. OurWorldinData-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში...