სიახლეები
„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები დღეს, დილიდან 6 მარშრუტზე გავიდნენ. კერძოდ: N7-ზე - სოფელი დიღომი - მეტროსადგური „დიდუბე“, N12-ზე - დიდი ლილო - მეტროსადგური „ისანი“, N19-ზე - ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონი - ზემო ფონიჭალა, N57-ზე - სამგორის ქუჩა - კრწანისის ქუჩა, N80-ზე - ორთაჭალის ქუჩა -ბარათაშვილის ქუჩა და N122-ზე - მუჯირიშვილის ქუჩა - სადგურის მოედანი.
ხვალიდან N37 სამარშრუტო ხაზზე (აეროპორტი - სადგურის მოედანი) MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ახალი ავტობუსები 12-მეტრიან ლურჯ MAN-ის ავტობუსებს შეცვლიან. გამოთავისუფლებული ლურჯი ავტობუსები კი გადანაწილდება დიდი დიღმის 2 მარშრუტზე: N15-სა და N54-ზე, რომლებიც სადგურის მოედნამდე და უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსამდე მოძრაობენ.
ავტობუსების ახალი შემადგენლობა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას 3 დეკემბერს წარუდგინა. ისინი მარშრუტებზე ერთი კვირის განმავლობაში გავლენ. უახლოეს დღეებში ახალი ავტობუსები მოემსახურება შემდეგ მარშრუტებს: N13, N36, N48, N65, N68, N75, N77 და N110.
როგორც ცნობილია, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მწარმოებლის მიერ თბილისისათვის მათი მოწოდება დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.
მსგავსი სიახლეები

17 დეკ 2020ტრანსპორტი
B კატეგორიის ტაქსებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით საქმიანობა 2022 წლამდე შეეძლებათ

3 სექ 2020ტრანსპორტი
3 სექტემბრიდან მესტიის მიმართულებით ფრენები განახლდება

27 ივლ 2020ტრანსპორტი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ ათენიდან სარეპატრიაციო რეისი განხორციელდება
კვირის გრაფიკი
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იან 2021კვირის გრაფიკი
უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკ 2020კვირის გრაფიკი
მსოფლიოს განვითარებულმა სახელმწიფოებმა კორონავირუსის ვაქცინები მათთვის საკმარისი რაოდენობით უკვე დაიჯავშნეს. ვინაიდან ვაქცინები თავდაპირველ ეტაპზე შეზღუდული რაოდენობით...
პოპულარული

მსოფლიოს ენერგიის პრობლემა
21 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

B კატეგორიის ტაქსებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით საქმიანობა 2022 წლამდე შეეძლებათ
17 დეკემბერი, 2020ტრანსპორტი

არჩილ თალაკვაძე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა
17 დეკემბერი, 2020პოლიტიკა
