21:31 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გიორგი კახიანი და გივი მიქანაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდნენ
ახალი ავტობუსები კიდევ 6 მარშრუტზე გავიდნენ

სიახლეები

 დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებული შუა გამყოფი ზოლი გაამწვანა

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებული შუა გამყოფი ზოლი გაამწვანა. გამწვანების პროცესს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ადგილზე გაეცნო. 

,,დღეს, დიდ დიღომში დასრულდა ერთკილომეტრიანი გზაგამყოფის გამწვანების სამუშაოები. ტერიტორიაზე 350-მდე მერქნიანი მცენარე დაირგო. ეს 5 000 კვადრატული მეტრზე მეტი ფართობი, რომელიც შეემატება დიდ დიღომს რეკრეაციული სივრცის სახით, ვფიქრობთ, რომ უმნიშვნელოვანესია ამ უბნის გარემოსდაცვითი პრობლემების ნაწილობრივ გადასაჭრელად. ამგვარი რგვები თბილისის ყველა უბანში გაგრძელდება და  ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი შედეგები გვექნება თბილისის გამწვანების კუთხით“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

შუა გამყოფი ზოლი, რომლის სიგრძეც 1000 მეტრია, ხოლო ფართობი 5500 კვ. მეტრი, 350-მდე, სხვადასხვა სახეობის სამ მეტრზე მაღალი ხე დაირგო. გარდა ამისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე განხორციელდა სარწყავი სისტემის დამონტაჟების სამუშაოები. ასევე, ტერიტორიაზე დაგეგმილია მიწის შეტანა და ბალახის დათესვა.

მიმდინარე წლის ბოლომდე დედაქალაქის მასშტაბით 12 000-მდე დიდტანოვანი ხე და 8 000-ზე მეტი ბუჩქი დაირგვება.

გამწვანების აქციაში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, თბილისის საკრებულოს წევრები და შპს ,,ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები.  

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

პოპულარული

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოემბერი, 2020კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და ვაქცინა

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოემბერი, 2020კვირის გრაფიკი