14:44 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გენადი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებული შუა გამყოფი ზოლი გაამწვანა

სიახლეები

გიორგი კახიანი და გივი მიქანაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა და პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის დელეგაციასთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ერთერთი მთავარი თემა იყო პროგრამა, რომელსაც გერმანიის ბუნდესტაგი საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) ფარგლებში ყოველწლიურად ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ  მონაწილეობა მიიღონ შესაბამის კონკურსში და პრაქტიკა გერმანიის ბუნდესტაგში გაიარონ.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება დაუთმეს საქართველო-გერმანიას შორის ორმხრივ კავშირებს, საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი გერმანიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას, სხვადასხვა მიმართულებით ორი ქვეყნის  თანამშრომლობის საკითხებს.

 

„შეხვედრაზე ასევე გაესვა ხაზი სხვა მნიშნელოვან საკითხებსაც. აღვნიშნეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის გერმანიასთან ურთიერთობა და ის მხარდაჭერა, რაც საგარეო საკითხებში საქართველოს აქვს გერმანიის მხრიდან.

 

ბუნდესტაგის წარმომადგენლები დაინტერესდნენ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებით. სტუმრებს გავაცანით საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული ჩვენი ხედვები და გამოვთქვით მაქსიმალური მზადყოფნა, რომ მომდევნო არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გიორგი კახიანის თქმით, ქართული მხარის თხოვნით, გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, მომავალი წლიდან  საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეთ საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებსაც.

შეხვედრას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნირში ესწრებოდა.  

 

​ 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

გენდერული თანასწორობა საქართველოში

3 აგვ 2020კვირის გრაფიკი

       ევროპულ ქვეყნებს შორის გენდერული უთანასწორობა შრომის ბაზარზე საქართველოში ყველაზე მაღალია. ევროსტატის და საქსტატის მონაცემებით საქართველოში ქალის საშუალო თვიური ხელფასი...

სოციალური უთანასწორობა ევროპაში

27 ივლ 2020კვირის გრაფიკი

      შემოსავლების გადანაწილების უთანასწორობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალია ევროპაში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო ჯინის ინდექსი 36.4%-ია, რაც ევროპაში მეხუთე ყველაზე...

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ევროპაში

20 ივლ 2020კვირის გრაფიკი

               საქართველოში ატმოსფეროშ ნახშირორჟანგის გამოყოფა ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით ნაკლებია ვიდრე დანარჩენ ევროპაშ. OurWorldinData-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში...