14:38 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ რაიონის მცხოვრებლებს, გამგეობის მიერ 201
ბაღების მართვის სააგენტომ 500 000-მდე ლარის ღირებულების სათამაშოები შეიძინა

სიახლეები

გენადი მარგველაშვილმა და ელისაბედ რუდმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული ქუთაისის N17 საჯარო სკოლა დაათვალიერეს

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გენადი მარგველაშვილმა და  ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელისაბედ რუდმა თასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული ქუთაისის N17 საჯარო სკოლა დაათვალიერეს.

 

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე  გენადი მარგველაშვილი, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბედ რუდი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხელმძღვანელები და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,  ქუთაისის  N17  საჯარო კოლის საზეიმო გახსნას დაესწრნენ.

 

ქუთაისის N17 საჯარო სკოლა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ იქნა რეაბილიტირებული. რეაბილიტაციის შედეგად სასწავლო გარემო 1430 მოსწავლისთვის გაუმჯობესდა. ამას გარდა სკოლაში მოეწყო ლაბორატორიები და აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკით.

ფონდის დახმარებით და დაფინანსებით საქართველოს მასშტაბით რეაბილიტაცია 91 სკოლას ჩაუტარდა.  იმერეთის რეგიონში 17 სჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. აქედან 8 საჯარო სკოლა არის ქუთაისში.

 

იმერეთის რეგიონში სკოლების რეაბილიტაციისთვის ჯამში  10 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

 

ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება აღჭურვილია საბუნებისმეტყველო საგნებისთვის საჭირო თანამედროვე ლაბორატორიით.

სკოლების რეაბილიტაცია გულისხმობს ყველა კომპონენტის სრულ შეცვლას, რეაბილიტაციას და ასევე სკოლების აღჭურვას საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით, კომპიუტერული ტექნიკით, ბიბლიოთეკებით და ა.შ.

 

„განსაკუთრებული მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამერიკელ ხალხს ამ მნიშვნელოვანი პროექტის  განხორციელებისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის აღორძინება. საზოგადოების წარმატებულ მომავალზე ზრუნვა ერის ღირსების საქმეა და ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია. ადამიანი ღირსეული მაშინ არის, როდესაც ის სწორ, გამჭვირვალე, ქვეყნის კეთილდღეობისთვის საჭირო განათლებას მიიღებს და ამ განათლების გამოყენებას ისწავლის.  ეს კი თავისუფალ და დემოკრატიულ სამყაროში ცხოვრების გარანტია.

 

ამერიკის მხარდაჭერა ამ 27 წლის განმავლობაში ყოველთვის დიდი იყო და იმედი მაქვს მომავალშიც ასე იქნება.“ _ განაცხადა გენადი მარგველაშვილმა

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

გენდერული თანასწორობა საქართველოში

3 აგვ 2020კვირის გრაფიკი

       ევროპულ ქვეყნებს შორის გენდერული უთანასწორობა შრომის ბაზარზე საქართველოში ყველაზე მაღალია. ევროსტატის და საქსტატის მონაცემებით საქართველოში ქალის საშუალო თვიური ხელფასი...

სოციალური უთანასწორობა ევროპაში

27 ივლ 2020კვირის გრაფიკი

      შემოსავლების გადანაწილების უთანასწორობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალია ევროპაში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო ჯინის ინდექსი 36.4%-ია, რაც ევროპაში მეხუთე ყველაზე...

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ევროპაში

20 ივლ 2020კვირის გრაფიკი

               საქართველოში ატმოსფეროშ ნახშირორჟანგის გამოყოფა ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით ნაკლებია ვიდრე დანარჩენ ევროპაშ. OurWorldinData-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში...