23:15 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ,,ავერსი ფარმა“-ს ტერიტორიაზე გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

სიახლეები

 8 დეკემბრიდან ჭავჭავაძის გამზირზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

 

მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო, მესამე ეტაპის დაწყებამდე, 8 დეკემბრის 06:00 საათიდან ჭავჭავაძის გამზირის მთელ სიგრძეზე, ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა აღდგება.

შესაბამისად, ვაკეში შემდეგი სატრანსპორტო სქემა იმოქმედებს:

·       ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის პარკიდან მოძრაობისას, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებთან დასაკავშირებლად გაივლის მიშველაძის, არაყიშვილის, მირცხულავასა და ნაფარეულის ქუჩებს.

 

·       ვაკის პარკიდან მელიქიშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას, კვლავინდებურად ნებადართული იქნება ყიფშიძის ქუჩისკენ მარცხნივ მოხვევაც.

 

·       ჭავჭავაძის გამზირზე ვარაზისხევიდან ვაკის პარკის მიმართულებით მოძრაობისას, მარცხნივ მოხვევა ნებადართული იქნება მირცხულავასა და ბერძენიშვილის ქუჩისკენ.

 

·       აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩებიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება კავსაძის, თაქთაქიშვილის, ბაზალეთისა და ერისთავის ქუჩებიდან. ხოლო, ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტი  თაყაიშვილისა და მიშველაძის ქუჩების გავლითაც მოხვდება.

 

·       კეკელიძის ქუჩა, ვარაზისხევიდან ფალიაშვილის ქუჩამდე, კვლავინდებურად ცალმხრივი იქნება. 

 

·       ფალიაშვილის ქუჩაზე იმოქმედებს ცალმხრივი მოძრაობის სქემა მთელ სიგრძეზე - კეკელიძიდან მიშველაძის ქუჩამდე.

 

·       ასევე, აბაშიძის ქუჩაც მთელ სიგრძეზე, მიშველაძის ქუჩიდან მრგვალ ბაღამდე ცალმხრივი იქნება.

 

·       ბარნოვის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის სქემა იმოქმედებს. 

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები: N9, N21, N34, N51, N59, N61, N87, N88 და N140 და მიკროავტობუსები: N4, N15, N32, N35, N44, N73, N120, N126, N128, N131, N137, N170, N171, N195 და N202 კვლავ ძველ მარშრუტებს დაუბრუნდებიან და ჭავჭავაძის გამზირის გავლით იმოძრავებენ.

 

 

 


მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სცენარები

30 მარ 2020კვირის გრაფიკი

  არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ აპრილის ბოლოსათვის 1100-ს შეიძლება გადააჭარბოს. კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი...

ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობა პანდემიასთან საბრძოლველად

23 მარ 2020კვირის გრაფიკი

                საქართველოში მწვავე მოვლის საავადმყოფო საწოლები მოსახლეობასთან მიმართებაში ყველაზე დაბალია ევროპაში. ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის მონაცემებით...

კორონავირუსის გავრცელების სიმძიმე ქვეყნების მიხედვით

16 მარ 2020კვირის გრაფიკი

                  ქვეყნის მოსახლეობასთან შედარებით კორონავირუსი (Covid-19) მსოფლიოში ყველაზე მეტად იტალიაშია გავრცელებული. ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე იტალიაში 410...

პოპულარული

კორონავირუსის გავრცელება მსოფლიოში

კორონავირუსის გავრცელება მსოფლიოში

2 მარტი, 2020კვირის გრაფიკი

ვიზიტორთა კლება საქართველოში

ვიზიტორთა კლება საქართველოში

9 მარტი, 2020კვირის გრაფიკი