13:21 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დედაქალაქში ახალი საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო
8 დეკემბრიდან ჭავჭავაძის გამზირზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

სიახლეები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს.

გუშინ, დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია შედიან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს ვოიცეკ სავიცკის შეხვდა.

 

შეხვედრის მთავარი თემა იყო საქმიანობა, რომელიც საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოში უნდა განახორციელოს. ქართულმა მხარემ გენერალურ მდივანს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გაცნო.  საუბარი შეეხო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საკითხს. ქართულმა დელეგაციამ ვოიცეკ სავიცკის  საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

 

„ვისაუბრეთ იმ საქმიანობაზე, რომელიც ჩვენმა დელეგაციამ სამომავლოდ საპარლამენტო ასამბლეაში  უნდა განახორციელოს. შევეხეთ იმ ინტერესებს, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და რომელიც უნდა იყოს წარმოდგენილი ამ ასამბლეაში. შევეხეთ, რა თქმა უნდა, რუსეთის საკითხსაც, რომელიც არის განსაკუთრებულად სენსიტიური და ვისაუბრეთ იმ ვითარებაზე, რომელიც არის ოკუპირებულ რეგიონებში. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ვაჟა გაფრინდაშვილის თემაზე“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ევროპის საბჭოს ზამთრის სესიაზე, რომელიც ჩანიშნულია 27 იანვარს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ახალი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. დელეგაციას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის პრიორიტეტი იქნება იმ ინტერესების წარმოდგენა, რომელიც არის დაკავშირებული ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან და ზოგადად, საქართველოს პოზიციების გამყარებასთან საერთაშორისო დონეზე.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს შეხვედრებს ბრიუსელში, ევროპარლამენტარებთან მართავენ.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...