03:50 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დედაქალაქის ქუჩებში საახალწლო განათებები ჩაირთო
ვაჟა გაფრინდაშვილი თანამედროვე საქართველოს სრულიად გამორჩეული მოქალაქე - ზაზა გაბუნია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს

სიახლეები

გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციოდ განვითარებისთვის საჯარო შეხვედრა გაიმართა

ევროპის საბჭოს და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტის „საჯარო სივრცეების პროექტირებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებაფარგლებში, პირველი შეხვედრა გაიმართა. საჯარო კონსულტაციაზე საუბარი შეეხო გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციო სივრცედ განვითარების პერსპექტივებს.

 

შეხვედრას თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, პარლამენტის დეპუტატი ლევან კობიაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარები დაესწრნენ.

 

"გლდანის პატარა ტბის გარშემო მოეწყობა დასასვენებელი პარკი. ჩვენ გვაქვს ბუნებრივი ტბა და გვინდა, რომ ამ ტბის გარშემო განვავითაროთ  რეკრეაციული სივრცე, სადაც იქნება დასასვენებელი  და გასართობი ადგილები. ის იქნება მიმზიდველი ყველა თაობის ადამიანისთვის და დააკმაყოფილებს ყველა ინტერესის მქონე ადამიანს", - განაცხადა გიგა გიგაშვილმა.

 

საჯარო კონსულტაციას უძღვებოდნენ დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები, სამოქალაქო პლატფორმის წევრები და ევროპის საბჭოს ექსპერტები.

 

დედაქალაქში ახალი სარეკრეაციო სივრცეების განვითარების და პროცესში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ევროპის საბჭოს დახმარებით, თბილისის მერიამ საპილოტე პროექტი დაიწყო. დაფუძნდა სამოქალაქო ჩართულობის პლატფორმა, რომელშიც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები შედიან. პროექტის ფარგლებში, მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

           

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ეკონომიკური ზრდა 2020 წელს

ეკონომიკური ზრდა 2020 წელს

27 აპრილი, 2020კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი