20:43 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დედაქალაქის მერი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფლისა და მთავარი ნაძვის ხის მონტაჟის სამუშაოებს გაეცნო
იუსტიციის სამინისტროში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

სიახლეები

კახა კალაძე თბილისის მერიის სტიპენდიანტებს შეხვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მერიის სტიპენდიანტ მაგისტრანტებს შეხვდა. შეხვედრაზე სტუდენტები განათლებისა და ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებს გაეცნენ.

კახა კალაძის თქმით, მერია თანხებს გამოყოფს როგორც წარმატებული, ისე სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის.

დედაქალაქის მერიას აქვს საკმაოდ საინტერესო პროგრამა. ეს არის სტიპენდიები წარმატებული სტუდენტებისთვის, ასევე, ვეხმარებით სოციალურად დაუცველ სტუდენტებს. ამ მიმართულებით დაახლოებით 1,5 მლნ ლარი იხარჯება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. გვაქვს საკმაოდ საინტერესო პროექტი, რომლის განხორციელებას მომდევნო წელს ვაპირებთ. არა მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით, არამედ ქვეყნის მასშტაბით გვინდა განვახორციელოთ - შეიქმნას სხვადასხვა პლატფორმები, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი ნიჭი, საინტერესო შეხედულებები რეალობად აქციონ სხვადასხვა პროექტების სახით. მინდა ამ ახალგაზრდებს წარმატებები ვუსურვო და დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური 2015 წლიდან ახორციელებს წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამას, რომელიც მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, თბილისში რეგისტრირებული მაგისტრანტებისთვის სტიპენდიის გაცემას ითვალისწინებს. სტიპენდია გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ, თითოეულ სტუდენტზე 562 ლარის ოდენობით.

2015 - 2019 წლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტიპენდია გადაეცა 745 წარჩინებულ მაგისტრანტს. აქედან, მიმდინარე სემესტრში - 107 წარმატებულ მაგისტრანტს. აღნიშნული პროგრამის წლიური ბიუჯეტი 200 000 ლარს შეადგენს.

ღონისძიებას მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, ასევე, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი