22:08 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მარიამ ჯაში: გვახარებს თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით მიღწეული შეთანხმება და მნიშვნელოვნად გაზრდილი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები ჩინეთთან
არჩილ თალაკვაძე ვატიკანის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

სიახლეები

ცვლილება საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესში

ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს განახლების პროგრამის ფარგლებში ცვლილებები განხორციელდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის N145 ბრძანებით დამტკიცებულ "საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესში".


ცვლილება ძირითადად შეეხო საბროკერო კომპანიების საკუთარი კაპიტალის მიმართ მოთხოვნებს. კერძოდ, იმ საბროკერო კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ განახორციელონ  ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მხოლოდ "ა"-"დ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საქმიანობები (ემიტენტებისა და ინვესტორებისთვის კონსულტაციების გაწევა, კვლევა), მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა 150 000 ლარამდე შემცირდა, ხოლო იმ საბროკერო კომპანიებისთვის კი, რომლებიც კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრულ სხვა საქმიანობასაც აწარმოებენ, ძალაში რჩება დღეს არსებული მოთხოვნა - 500 000 ლარი.


აღსანიშნავია, რომ მინიმალური კაპიტალის განსაზღვრის მსგავსი მიდგომა საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა. წესში განხორციელებული ცვლილების მიზანი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა, ახალი მოთამაშეების დაინტერესება და საკონსულტაციო და კვლევითი მიმართულებების გააქტიურებაა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

შობადობა საქართველოში

27 იან 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოს შობადობის დონით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ევროპაში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოში შობადობის კოეფიციენტი 2017 წელს შეადგენდა 2.06-ს. ეს ნიშნავს...

ინფლაცია საქართველოში

20 იან 2020კვირის გრაფიკი

            2019 წლის სამომხმარებლო ფასების ინფლაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო ევროპის ქვეყნებს შორის. სამომხმარებლო ფასების საერთო დონის ზრდა 2019 წლის ბოლოს...

მსოფლიოს ქვეყნების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა

13 იან 2020კვირის გრაფიკი

            მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნებთან შედარებით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში ოდნავ უფრო მაღალია. გაეროს მონაცემების თანახმად საქართველოს...

პოპულარული

ურბანიზაციის დონე საქართველოში

ურბანიზაციის დონე საქართველოში

6 იანვარი, 2020კვირის გრაფიკი

შობადობა საქართველოში

შობადობა საქართველოში

27 იანვარი, 2020კვირის გრაფიკი