22:05 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დავით სონღულაშვილი ზიგიმანტას პავილიონისს შეხვდა
ვერაზე მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო

სიახლეები

ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ბოლნისში იუსტიციის სახლის ფილიალი საზეიმოდ გახსნა

დღეიდან იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე ბოლნისის მცხოვრებთაც შეუძლიათ.  ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ბოლნისში იუსტიციის სახლის ფილიალი საზეიმოდ გახსნა.
 
იუსტიციის სახლის მშენებლობა ბოლნისში ვიცეპრემიერის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის, ინიციატივით, 2018 წლის დეკემბერში დაიწყო. ეს ფილიალი ქვემო ქართლის რეგიონში მესამე იუსტიციის სახლია. ქალაქებში − რუსთავსა და მარნეულში − უკვე ფუნქციონირებს იუსტიციის სახლის ფილიალები.
 
იუსტიციის სახლის ბოლნისის ფილიალის გახსნის საზეიმო ღონისძიება საღამოს 20:00 საათიდან დაიწყო. ცერემონიას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თვითმმართველობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, ბიზნესსექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბოლნისის  მცხოვრებნი და ქალაქის სტუმრები დაესწრნენ.
 
ბოლნისში იუსტიციის სახლის მშენებლობა არქიტექტორ ლევან კაკაურიძის პროექტით განხორციელდა. ფილიალის საერთო ფართი 1 300 კვადრატული მეტრია.  იუსტიციის სახლში ქორწინების სახლიც განთავსდა. ამ დრომდე ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა. ამიერიდან კი ნებისმიერ წყვილს აქვს საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს დახვეწილი დიზაინის ქორწინების სახლში, სადაც წყვილებს სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით გაფორმებული სივრცე დახვდებათ.
 
იუსტიციის სახლის 15 ფილიალის (ბათუმი, მარნეული, სენაკი, მარტვილი, ფოთი, ზუგდიდი, ბორჯომი, ახალქალაქი, თელავი, თიანეთი, ლაგოდეხი, ყაზბეგი, ონი, ხონი, თბილისი)  და 16 საზოგადოებრივი ცენტრის შემდეგ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სერვისები ბოლნისის იუსტიციის სახლშიც იქნება ხელმისაწვდომი.  ბოლნისის იუსტიციის სახლში ხელმისაწვდომი იქნება აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებიც.
 
ბოლნისში იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონიის მონაწილეებმა შთამბეჭდავი საზეიმო პროგრამა იხილეს. სპეციალურად სადღესასწაულო-საახალწლო ელემენტებით გაფორმებულ პერიმეტრზე ბავშვებს შეეძლოთ ცხელი შოკოლადის, ბამბის ნაყინის დაგემოვნება, სახის მოხატვა და სხვა აქტივობებში მონაწილეობა.
 
გახსნის დასასრულ, იუსტიციის სახლის ნაგებობებზე რამდენიმეწუთიანი შთამბეჭდავი 3D ლაზერული შოუ მოეწყო. ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებას უზრუნველყოფდა ბენდი „NEW ONE“.  ბოლნისში იუსტიციის სახლის ფილიალის  საზეიმო გახსნის საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
 
იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც იუსტიციის სამინისტროს სამსახურების და სხვა უწყებების სერვისები სისტემურად არის თავმოყრილი. 2013 წლიდან დღემდე იუსტიციის სახლებს 12 ახალი ფილიალი შეემატა. კომფორტული გარემო და მაღალკვალიფიციური პერსონალი მომხმარებლის თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უკვე 24 ქალაქში უზრუნველყოფს.
 
  

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

შობადობა საქართველოში

27 იან 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოს შობადობის დონით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ევროპაში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოში შობადობის კოეფიციენტი 2017 წელს შეადგენდა 2.06-ს. ეს ნიშნავს...

ინფლაცია საქართველოში

20 იან 2020კვირის გრაფიკი

            2019 წლის სამომხმარებლო ფასების ინფლაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო ევროპის ქვეყნებს შორის. სამომხმარებლო ფასების საერთო დონის ზრდა 2019 წლის ბოლოს...

მსოფლიოს ქვეყნების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა

13 იან 2020კვირის გრაფიკი

            მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნებთან შედარებით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში ოდნავ უფრო მაღალია. გაეროს მონაცემების თანახმად საქართველოს...

პოპულარული

ურბანიზაციის დონე საქართველოში

ურბანიზაციის დონე საქართველოში

6 იანვარი, 2020კვირის გრაფიკი

შობადობა საქართველოში

შობადობა საქართველოში

27 იანვარი, 2020კვირის გრაფიკი