სიახლეები
პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტის გენერალური რეპეტიცია გაიმართა
პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტის გენერალური რეპეტიცია გაიმართა, რომელსაც მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო.
„ჩვენ არ უნდა დავარღვიოთ ტრადიცია და ყველანი ერთად უნდა მოვიდეთ თერთმეტ საათზე, იმისთვის, რომ ერთად შევხვდეთ ახალ წელს. პირველი რესპუბლიკის მოედანზე თქვენ გელოდებათ 28 ნომრისგან შედგენილი გრანდიოზული შოუ, სადაც შესრულდება ყველა ის საყვარელი სიმღერა, ჰიტი, რომელიც სამოციანი წლებიდან დღემდე ჟღერს“, - აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.
მისივე თქმით, ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება და მათ სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე - პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე, მეტროსადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანს.
გალაკონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 31 დეკემბერს, 23:00 საათზე, საშობაო სოფელში გაიმართება. ღია ცის ქვეშ გადმოინაცვლებს ყველასათვის საყვარელი მუსიკალური პროექტი „ერთი ერთში“, რომლის 18 მონაწილეც ყველა დროის საუკეთესო შემსრულებლებს გააცოცხლებენ და მათ მუსიკალურ ჰიტებს შეასრულებენ.
ქართველი შემსრულებლები მიშა სულუხია, თაკო გაჩეჩილაძე, ლევან მასპინძელაშვილი, დიმა კობეშავიძე, ნოდიკო ტატიშვილი, ელენე კალანდაძე, ოთო ნემსაძე, მარიტა როხვაძე, ზურა ჯავახია, სალომე ბაკურაძე, მაგდა ვასაძე, ნინო ძოწენიძე, ნუცა ბუზალაძე, თემო საჯაია, ნათია დუმბაძე, TL, ლიზა ყენია და ქეთი ორჯონიკიძე სცენაზე ლეგენდარულ მომღერლებს - ტონი ბენეტს, გლორია გეინორს, ელვის პრესლის, ჩაკა ხანის, არეტა ფრანკლინს, თინა თერნერს, ფრედი მერკურის, უიტნი ჰიუსტონს, ერიკ კლეპტონს, სტივ უონდერს, ბილი ჯოელს, ქრისტინა აგილერას, რობი უილიამსს, ალიშა ქისს, ჯემიროქვაის, რიანას და ლედი გაგას განასახიერებენ.
კონცერტის რეჟისორია თეო მაზმიშვილი, ხოლო წამყვანები - აჩიკო სოლოღაშვილი, თიკა ფაცაცია, რუსკა ქარქაშაძე და გიორგი ცხადაძე.
ახალი წლის პირველ საღამოს, 1 იანვარს, 21:00 საათზე, საშობაო სოფელში მსმენელის წინაშე მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკალური პროექტი MAX THE SAX წარდგება. მათი მუსიკა შექმნის საუკეთესო საახალწლო განწყობას, რომელსაც მოგვიანებით დიჯეი გააგრძელებს.
მსგავსი სიახლეები

7 დეკ 2019გართობა
ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიხსნა

25 სექ 2019გართობა
„თბილისობა 2019“ 5-6 ოქტომბერს, ოთხ ლოკაციაზე გაიმართება

11 სექ 2019გართობა
დედაქალაქში ფესტივალი „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ ჩატარდება
კვირის გრაფიკი
რატომ კარგავს მსოფლიო მასიურად ტყეებს?
1 მარ 2021კვირის გრაფიკი
ბოლო 100 წლის განმავლობაში მსოფლიომ იმდენი ტყე დაკარგა, რამდენიც წინა 9000 წლის განმავლობაში. Pendrill-ის კვლევის მონაცემებით მსოფლიო ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიონ ჰექტარ ტყეს...
განათლებაზე გაწეული ხარჯები და განათლების ხარისხი
22 თებ 2021კვირის გრაფიკი
როგორც განათლების ხარისხით ასევე განათლებაზე გაწეული ხარჯებით საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით აუტსაიდერია. რაც უფრო მეტს ხარჯავს სახელმწიფო თითოეული მოსწავლის...
ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებ 2021კვირის გრაფიკი
ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაციასთან ერთად კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების კლება აღინიშნება. Ourworldindata-ს მონაცემებით, ისრალეში ბოლო ორი კვირის განმავლობაში...
პოპულარული


ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

ასაკი და კოვიდ სიკვდილიანობა
1 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?
8 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

მაია ბითაძე - ტყის კოდექსი ეფექტიანად უნდა ავამოქმედოთ
10 თებერვალი, 2021პოლიტიკა
