22:02 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დავით გაბაიძემ გივი მიქანაძე აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მედლით დააჯილდოვა
2019 წლის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 3% გაიზარდა

სიახლეები

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ეხმაურება დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე არსებუ

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ეხმაურება დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე არსებულ ბუნდოვანებას, რომლის ირგვლივაც ახალი დეტაები გახდა ცნობილი.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვემიჯნებით და კატეგორიულად ვგმობთ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც შესაძლოა მიმართული იყოს, საქართველოს ეკლესიის მეთაურის ან სინოდის წევრების წინააღმდეგ, მით უფრო მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის  ხელყოფისაკენ - ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ეს.

ასევე, ვაცხადებთ, რომ ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს დეკანოზის პოზიციის დაცვა და მთლიანობაში, არ ვიზიარებთ მისი დამცველების მიერ წარმოდგენილ პოზიციებს, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ისეთივე სადავო იყო - როგორიც ბრალდებები.

იმავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ბრალდების ტვირთი სწორედ სახელმწიფოს ეკისრება და არა დაცვის მხარეს. საზოგადოების ყურადღებას, კიდევ ერთხელ მივაქცევთ შემდეგ გარემოებებზე:

1. ღემდე გაუგებარია რა ედება ბრალად დეკანოზ გიორგი მამალაძეს? მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირები, იუსტიციის მინისტრიდან - პრეზიდენტამდე, ხშირად საუბრობენ პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაზე, თუმცა არც მამალაძისათვის წარდგენილ ბრალში და არც სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში, მსგავსი არაფერი არ წერია. შესაბამისად, ბუნდოვანია საკითხი: რისთვის იხდის სასჯელს დეკანოზი მამალაძე?

 2. სრულიად გაუგებარია, როგორ შეიძლება სინოდმა, ანუ საქართველოს ეკლესიის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, იშუამდგომლოს იმ მსჯავრდებულის შეწყალებაზე, რომელსაც ბრალად ედება, საქართველოს პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა.

სინოდის გადაწყვეტილება თავისთავად აჩენს ეჭვებს, რომ ან საქართველოს ეკლესია არ ენდობა სახელმწიფოს მიერ დეკანოზისადმი წარდგენილ ბრალდებებს, ან სინოდის გარკვეულ წევრებს სხვა მოტივაციები აქვთ საიმისოდ, რომ დეკანოზი მამალაძე არ დარჩეს პატიმრობაში.

3. პრაქტიკულად, გამოძიების პირველსავე ეტაპზე გაჩნდა საკმაოდ დასაბუთებული ვერსია, რომ მამალაძის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია, რეალურად დაკავშირებული იყო ბრალდებულის მიერ საპატრიარქოში კათოლიკოს პატრიარქის დავალებით დაწყებულ ფინანსურ მოკვლევასთან. მამალაძე მიუთითებდა, სინოდის კონკრეტულ წევრებზე, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოს სახელით და მაღალჩინოსნების დახმარებით (გოგაშვილი და სხვ...), ეწეოდნენ გარკვეულ ფინანსურ მანიპულაციებს, რითაც ზარალს აყენებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტს, საპატრიარქოს ქონებას. ეს მთლიანობაში სახელს უტეხდა საქართველოს ეკლესიას.  გაკეთდა განცხადებები, რომ ძიება ცალკე წარმოებად გაგრძელდებოდა, თუმცა დღემდე არანაირი პასუხი ამ მიმართულებით არა გვაქვს.

ამ მნიშვნელოვანი გარემოებების გარდა, საქმეში არის სხვა პროცესუალური დარღვევები, მათ შორის საქმის განხილვა დახურუს სხდომაზე, რაც დამატებით ეჭვებს აჩენს.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ მოქმედი ან მომავალი ხელისუფლების პირობებში, დეკანოზ მამალაძის საქმე ხელახლა უნდა იქნას გამოძიებული და დადგინდეს, როგორც მისი პასუხისმგებლიბის საკითხი, აგრეთვე სხვა პირების, მიუხედავად მათი საერო თუ სასულიერო თანამდებობებისა.

მოვუწოდებთ სახალხო დამცველს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველა ღონე იხმარონ რათა დაწესდეს მეთვალყურეობა დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობაზე, რათა მნიშვნელოვან მოწმეს არ შეექმნას საფრთხე ხელახალი გამოძიება დაწყებამდე.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

შობადობა საქართველოში

27 იან 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოს შობადობის დონით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ევროპაში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოში შობადობის კოეფიციენტი 2017 წელს შეადგენდა 2.06-ს. ეს ნიშნავს...

ინფლაცია საქართველოში

20 იან 2020კვირის გრაფიკი

            2019 წლის სამომხმარებლო ფასების ინფლაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო ევროპის ქვეყნებს შორის. სამომხმარებლო ფასების საერთო დონის ზრდა 2019 წლის ბოლოს...

მსოფლიოს ქვეყნების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა

13 იან 2020კვირის გრაფიკი

            მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნებთან შედარებით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში ოდნავ უფრო მაღალია. გაეროს მონაცემების თანახმად საქართველოს...

პოპულარული

ურბანიზაციის დონე საქართველოში

ურბანიზაციის დონე საქართველოში

6 იანვარი, 2020კვირის გრაფიკი

შობადობა საქართველოში

შობადობა საქართველოში

27 იანვარი, 2020კვირის გრაფიკი