22:06 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მსოფლიოს ქვეყნების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა
პარტია „თავისუფალი საქართველო“ ეხმაურება დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე არსებუ

სიახლეები

დავით გაბაიძემ გივი მიქანაძე აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მედლით დააჯილდოვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, საკანონმდებლო ორგანოებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს, გივი მიქანაძეს, მადლობის ნიშნად, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მედალი გადასცა.

სიტყვით გამოსვლისას დავით გაბაიძემ აღნიშნა, რომ 2016-2020 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლეს საბჭოს შორის, უფლებამოსილების ცნობის პირველივე დღიდან, დაიწყო აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევით, ნაბიჯ-ნაბიჯ შესაძლებელი გახდა მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბება არა მხოლოდ კანონმდებლების, არამედ აპარატების თანამშრომელთა დონეზე.

 

“ჩემთვის უდიდესი პატივია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისგან მედლის მიღება. 2018 წლიდან, მას შემდეგ რაც ორ საკანონმდებლო ორგანოს აპარატებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, აქტიური თანამშრომლობა დაიწყო როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, რის საფუძველზეც არაერთი წარმატებული აქტივობა განხორციელდა. ბატონ დავით გაბაიძესთან და ბატონ ზურაბ ჭურკვეიძესთან განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ ნატოს საპარლამენტო ასემბლეის სამდივნოს ეგიდით დაგეგმილი პირველი შავი ზღვის აკადემია საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და უკრაინის პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა მონაწილეობით მიმდინარე წლის მაისში გაიმართოს ბათუმში, რაც ორი საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება”-, განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ დავით გაბაიძემ, გივი მიქანაძემ და ზურაბ ჭურკვეიძემ სერტიფიკატები გადასცეს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს აპარატის 16 თანამშრომელს, რომელთაც წარმატებით გაიარეს საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის დისტანციური სწავლების მოდული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტზე.​

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

შობადობა საქართველოში

27 იან 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოს შობადობის დონით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ევროპაში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოში შობადობის კოეფიციენტი 2017 წელს შეადგენდა 2.06-ს. ეს ნიშნავს...

ინფლაცია საქართველოში

20 იან 2020კვირის გრაფიკი

            2019 წლის სამომხმარებლო ფასების ინფლაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო ევროპის ქვეყნებს შორის. სამომხმარებლო ფასების საერთო დონის ზრდა 2019 წლის ბოლოს...

მსოფლიოს ქვეყნების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა

13 იან 2020კვირის გრაფიკი

            მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნებთან შედარებით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში ოდნავ უფრო მაღალია. გაეროს მონაცემების თანახმად საქართველოს...

პოპულარული

ურბანიზაციის დონე საქართველოში

ურბანიზაციის დონე საქართველოში

6 იანვარი, 2020კვირის გრაფიკი

შობადობა საქართველოში

შობადობა საქართველოში

27 იანვარი, 2020კვირის გრაფიკი