04:25 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მარიამ ჯაში გაეროს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
სოფო კილაძემ ქუთაისის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 10 მთავრი პროგრამა წარუდგინა

სიახლეები

დედაქალაქის მერიამ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დახმარების 80 ავტომანქანა გადასცა

დედაქალაქის მერიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომანქანა გადასცა.

თავისუფლების მოედანზე გამართულ ცერემონიას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ თალაკვაძე და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

კახა კალაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„დღეს  მართლაც მნიშვნელოვანი დღეა. მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი ავტომობილი შემოვიდა, რომელიც  დღეიდან თბილისის მოსახლეობას მოემსახურება.

მინდა, ცოტა უკან დავბრუნდე და ყურადღება გავამახვილო  იმ მნიშვნელოვან რეფორმაზე,  რომელიც ჩვენ 2012 წლის შემდეგ განვახორცილეთ ჯანდაცვის მიმართულებით. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ჯანდაცვა, რომელიც პრივილეგია იყო, დღეს არის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ჩვენ არ ვჩერდებით იმ განხორციელებულ რეფორმებზე, რომელიც წლების განმავლობაში გაკეთდა და ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამა იქნა მიწოდებული საზოგადოებისთვის,  ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ჯანდაცვის პროგრამებით და ძალიან ბევრ ადამიანს შეუნარჩუნდა სიცოცხლე, თუმცა,  ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ ის, რომ  ჯანდაცვა, ზოგადად,  ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის  ყველანაირი პრობლემის გარეშე და ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ.

თქვენ იცით, რომ  თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ექვემდებარებოდა ქალაქის მერიას, თუმცა დღეიდან ეს მიმართულება გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს და ვფიქრობ, ეს მართლაც ასე უნდა ყოფილიყო, რადგან ერთიან სისტემაში მოექცევა ეს მიმართულება, ერთი მენეჯმენტის ქვეშ იქნება, რაც  უფრო ეფექტიანი იქნება.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ყველა თანამშრომელს იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდნენ. ეხმარებოდნენ დედაქალაქის მოსახლეობას.  ჩვენს სტუმრებს. უამრავი ისტორია შემიძლია მოვყვე ამ ადამიანებზე, თუმცა ახლა ამის შესაძლებლობა არ არის. მინდა მათ წარმატებები ვუსურვო.

არანაირი მნიშვნელობა  არ აქვს, თუ რომელი უწყების ქვეშ ვიქნებით. ჩვენ ყველა ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ხალხს, სადაც არ უნდა ვიყოთ.

ყველაზე მთავარია ის, რომ  ეს ავტომობილები აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და საჭიროების შემთხვევაში არის მაქსიმალური მზადყოფნა, რომ მოემსახურონ ქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა წარმატება უსურვა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და კომპეტენციის ფარგლებში თანადგომა აღუთქვა.

მიმდინარე წელს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები გაერთიანდა. ქვეყანაში დაინერგა ერთიანი, თანამედროვე სისტემა, რომელიც მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისს გააუმჯობესებს და პაციენტის ინტერესებს მაქსიმალურად მოერგება.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და მისი გავრცელების ტემპი მსოფლიოში

17 თებ 2020კვირის გრაფიკი

                კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციის მონაცემებით ვირუსის ყოველდღიური საშუალო ზრდა 2750-ს შეადგენს...

კორონავირუსი და ნავთობი

10 თებ 2020კვირის გრაფიკი

            კორონავირუსის გავრცელებამ ნავთობზე მოთხოვნა და ფასი შეამცირა. ნავთობზე ფასის განსაკუთრებული ვარდნა მოხდა მას შემდეგ რაც ჩინეთმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების...

კორონავირუსი და მსოფლიო

3 თებ 2020კვირის გრაფიკი

          კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დაავადების პირველად გამოვლენის დღიდან დაავადების სწრაფად გავრცელება ხდება...