04:55 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გივი მიქანაძე კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე: დროშა არის თითოეული მოქალაქის და ყველას გვაერთიანებს

სიახლეები

 ბაღების მართვის სააგენტომ N19 ბაგა-ბაღის დემონტაჟი დაიწყო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დიღმის მასივში, მეოთხე კვარტალში მდებარე N19 ბაგა-ბაღის შენობის დემონტაჟი დაიწყო. ავარიული ბაღის ნაცვლად ამ უბანს 2021 წლისათვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება.

დემონტაჟის პროცესსა და ახალი ბაგა-ბაღის პროექტს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე ბაღის პერსონალთან და დიდუბის რაიონის გამგებლის მოადგილესთან  ერთად გაეცნო და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელს გაესაუბრა.

მისი თქმით, მშენებლობა 2020 წლის ბოლოსთვის დასრულდება, ხოლო შენობა ექსპლუატაციაში 2021 წელს შევა.

 

„ორწლიანი საპროექტო და საექსპერტო სამუშაოების შემდეგ, ჩვენ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავედით. მეცხრამეტე ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დამონტაჟი მალე დასრულდება, დასუფთავდება სამშენებლო ტერიტორია და რამდენიმე კვირაში ახალი ბაღის მშენებლობას ჩავუყრით საფუძველს. თითოეული ბაღის მშენებლობა უმნიშვნელოვანესია ქალაქისთვის, განსაკუთრებით კი ასე მჭიდროდ დასახლებული უბნისათვის. მოხარული ვარ, რომ დიღმის მასივს ახალი, თანამედროვე სტანდარტების, ადაპტირებული, რვაჯგუფიანი საბავშვო ბაღი შეემატება, სადაც 250-მდე ბავშვი მიიღებს სკოლამდელ განათლებას,“ - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, 2020 წელს, ეტაპობრივად, თბილისში კიდევ 13 ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი და მათ ნაცვლად ახალი შენობების მშენებლობა დაიწყება.

N19 ბაგა-ბაღის დემონტაჟსა და მშენებლობას შპს „ბილდ ტერიტორი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 4 518 000 ლარია.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და მისი გავრცელების ტემპი მსოფლიოში

17 თებ 2020კვირის გრაფიკი

                კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციის მონაცემებით ვირუსის ყოველდღიური საშუალო ზრდა 2750-ს შეადგენს...

კორონავირუსი და ნავთობი

10 თებ 2020კვირის გრაფიკი

            კორონავირუსის გავრცელებამ ნავთობზე მოთხოვნა და ფასი შეამცირა. ნავთობზე ფასის განსაკუთრებული ვარდნა მოხდა მას შემდეგ რაც ჩინეთმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების...

კორონავირუსი და მსოფლიო

3 თებ 2020კვირის გრაფიკი

          კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დაავადების პირველად გამოვლენის დღიდან დაავადების სწრაფად გავრცელება ხდება...