17:25 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სტაჟირებიდან - გუნდის წევრობამდე
გივი მიქანაძე კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

სიახლეები

ზღვის უბანში, 4 500 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე მოეწყო

ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის X კვარტალში, N22 საბავშვო ბაღის წინ, ავტოსადგომადქცეულ ტერიტორიაზე, სკვერი და სპორტული სივრცე მოეწყო.

რეკრეაციული ზონის ფართობი 4 500 კვ.მ-ია. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები ტრიბუნებით, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, დაირგო ნერგები, მოეწყო სარწყავი სისტემა, განათების ქსელი და საპარკე ინფრასტრუქტურა.

ახალი დასასვენებელი სივრცე ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

 

„აღნიშნული ტერიტორია ავტოსადგომად იყო გადაქცეული. ადგილობრივ მოსახლეობას დასასვენებელი სივრცე, ბავშვებს კი გასართობი ადგილი არ ჰქონდათ. საპარკე ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობდა. ტერიტორია სამ ფუნქციურ ზონად დავყავით: მოვაწყეთ სკვერი, სპორტული მოედნები და ასევე, პარკინგი, რომელიც მოსახლეობით მოთხოვნით, შევინარჩუნეთ. რა თქმა უნდა, მიმდინარე წელსაც გაგრძელდება მსგავსი ტიპის პროექტები - გვექნება ახალი დასასვენებელი და სპორტული სივრცეები“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ

ზღვის უბანში ახალი რეკრეაციული ზონის მოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 260 000 ლარი გამოყო.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი