16:25 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი ქალაქ რუსთავის წინაშე არსებულ პრობლემებზე სამუშაოდ ინტერუწყებრივ ჯგუფს ქმნის
ზღვის უბანში, 4 500 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე მოეწყო

სიახლეები

სტაჟირებიდან - გუნდის წევრობამდე

 

პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ, სტაჟირების ექვსთვიანი პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა ცამეტ ახალგაზრდას, რომელთაგან ორ ყველაზე წარმატებულ სტაჟიორს პარლამენტი შრომით ხელშეკრულებას გაუფორმებს.სტაჟირების ექვსთვიანი პროგრამა მოიცავდა: ხუთკვირიან სასწავლო საბაზისო კურსს, შუალედურ ტესტირებას, პარლამენტის სტრუქტურებში პრაქტიკულ საქმიანობას, მენტორების შეფასებებს, პროექტის შექმნასა და დასკვნით ტესტირებას. პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცა შესაბამისი კატეგორიის სერტიფიკატები.

სტაჟიორების უმეტესობას A კატეგორიის სერტიფიკატი გადაეცა. გივი მიქანაძის განცხადებით  ეს იმის დასტურია, რომ თითოეული მათგანი, პარლამენტის აპარატის თანამშრომლების მსგავსად, სრულფასოვნად იყო ჩართული პარლამენტის საქმიანობაში და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა დაკისრებულ მოვალეობებს.პარლამენტის აპარატის უფროსმა ასევე ისაუბრა დისტანციური სტაჟირების პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ პირებს 10 თებერვლიდან შესაძლებლობა ექნებათ სტაჟირება დისტანციურად გაიარონ პარლამენტის ორ სტრუქტურულ ერთეულში: ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტსა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში.

პარლამენტის აპარატის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ომიაძემ ახალგაზრდებს მიულოცა სტაჟირების წარმატებით დასრულება და ხაზი გაუსვა 6 თვიანი პროგრამის მნიშვნელობას მათ კარიერული განვითარების გზაზე. ის ასევე მიესალმა პარლამენტის სტაჟირების პროგრამის ახალ მონაწილეებს და წარმატება უსურვა მათ.

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...

განათლების თაობათაშორისი მობილობა ევროპაში

7 სექ 2020კვირის გრაფიკი

         განათლების მობილობის ფარდობითი ინდექსით საქართველო ევროპაში 31-ე ადგილზეა. EqualChance-ს მონაცემებით საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.449-ს, რაც ევროპის საშუალო...