სიახლეები
ზაზა გაბუნიას წიგნის - „მონოლოგი სარწეველა სკამიდან“ მკითხველების წინაშე წარდგენა გაიმართა
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას, რომანის - „მონოლოგი სარწეველა სკამიდან“ მიკითხველების წინაშე წარდგენა გაიმართა ვაკის მედიათეკაში.
პრეზენტაციას ცნობილი მწერლები, ლიტერატურული კრიტიკოსები, მსახიობები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მედიის წარმომადგენლები და ლიტერატურის მოყვარულები ესწრებოდნენ.
„ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ შევიკრიბეთ ლიტერატურაზე სასაუბროდ და ორმაგად ბედნიერი იმით, რომ ამ შეკრების მიზეზი ჩემი ეს ახლადგამოცემული რომანია. ის ნახევარი მილიონი ასო-ბგერა და სიმბოლო, რაც ამ რომანის შესაქმნელად გახდა საჭირო, ვფიქრობ საუბრობს იმაზე, რაზეც არა ერთი და ორი წელი მსურდა მესაუბრა და ამან საბოლოო ჯამში კი მხატვრული პროზის და რომანის სახე მიიღო.“ - განაცხადა მან წიგნის პრეზენტაციისას.
რომანთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა ცნობილმა ლიტერატურულმა კრიტიკოსმა და მწერალმა, როსტომ ჩხეიძემ „მარჯვედ მოძებნილი ფორმა, კარგად გააზრებული და მტკიცედ შეკრული კომპოზიციური ქარგა, გამოკვეთილი ხასიათები, დინამიური, მძაფრი სიუჟეტი, იდუმალებითაც განმსჭვალული და ღრმად გააზრებული და მახვილგონივრული ფინალით დაგვირგვინებული“ ასე დაახასიათა მან მწერლის ნაშრომი. მისი თქმით, რომანი - “მონოლოგი სარწეველა სკამიდან” არის წარმატებული დებიუტი რომანისტიკაში.
რომანის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს მწერლებმა ნინო სადღობელაშვილმა, ზვიად კვარაცხელიამ და გურამ მეგრელიშვილმა.
მსგავსი სიახლეები

6 აგვ 2021პოლიტიკა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში სკოლამდელი აღზრდა-განათლების რეფორმაზე იმსჯელეს

6 აგვ 2021პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა
კვირის გრაფიკი
ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე
9 აგვ 2021კვირის გრაფიკი
საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...
ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო
6 აგვ 2021კვირის გრაფიკი
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...
ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში
2 აგვ 2021კვირის გრაფიკი
ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...