14:49 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯანდაცვითი პროექტია
„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ხვალიდან ეტაპობრივად 8 მარშრუტზე განაწილდებიან

სიახლეები

 კახაბერ კუჭავა და ირაკლი ბერაია რაინჰარდ ბიუტიკოფერს და ჟან კრისტოფ ბელიარდს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ კუჭავასა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ვიზიტი ქ. ბრიუსელში გრძელდება. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე კახაბერ კუჭავას მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, ქართველმა პარლამენტარებმა შეხვედრები გამართეს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მწვანეთა ფრაქციის საგარეო პოლიტიკურ საკითხთა კოორდინატორთან, რაინჰარდ ბიუტიკოფერთან და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჟან კრისტოფ ბელიარდთან.

კახაბერ კუჭავა ევროპელ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, ჰუმანიტარულ კრიზისსა და უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე ესაუბრა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით რუსეთის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები და ის საფრთხე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია როგორც მეზობელი ქვეყნებისთვის, ისე სრულიად რეგიონისთვის, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებისთვის წარმოადგენს. შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა ევროპელი პარტნიორების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას და საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველო-რუსეთის კონფლიქტის აქტუალურობის შენარჩუნებას. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ევროპარლამენტარს ასევე, ესაუბრა ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, გააცნო საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების გზით მიღწეული შედეგები. კახაბერ კუჭავამ შეხვედრისას, ისაუბრა 2017 წელს დაწყებულ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ქვეყნის მართვის სრულიად საპარლამენტო მოდელზე გადასვლას და 2024 წლისთვის, მოქმედი საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციული სისტემით ჩანაცვლებას გულისხმობს.

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჟან კრისტოფ ბელიარდთან შეხვედრისას, კახაბერ კუჭავამ ვრცლად მიმოიხილა სახელისუფლებო გუნდის მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო, საარჩევნო და სასამართლო რეფორმის შედეგები. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებულ შედეგებზე. ირაკლი ბერაიამ ჟან კრისტოფ ბელიარდს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებულ უმძიმეს ვითარებასა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიზნით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკაზე. საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ზოგადად, ევროკავშირის როლი და მნიშვნელობა. მან ასევე, ისაუბრა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობაზე.

                                                     

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...

ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში

2 აგვ 2021კვირის გრაფიკი

ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...