სიახლეები
პარლამენტის სტაჟიორებმა 6-თვიანი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში სოციალური პროექტი - „ინკუნაბულა“ შეიმუშავეს, რომლის მიზანია საქართველოს სხვადასხვა სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სრულფასოვანი განათლების მიღებაში ხელშეწყობა და თანამედროვე საკითხავი ლიტერატურითა და კომპიუტერული ტექნიკით სკოლების ბიბლიოთეკების უზრუნველყოფა. პროექტი შეესაბამება საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის 10 მთავარი გამოწვევიდან ერთ-ერთ პუნქტს - „ბავშვთა უფლებები“, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიერ იქნა წარდგენილი 2019 წლის სექტემბერში.
22 იანვარს პარლამენტის სასწავლო ცენტრისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის ე.წ საზღვრისპირა სოფლების - შავშვების და არბოს სკოლებს ბიბლიოთეკებს პარლამენტის სტაჟიორებმა და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ 500-მდე წიგნი, 2 პერსონალური კომპიუტერი და 2 პრინტერი გადასცეს.
პროექტი განხორციელდა საქართველოს პარლამენტის ხელშეწყობით. აღნიშნული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და მოიცავს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებს.
მსგავსი სიახლეები

12 ოქტ 2020განათლება
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა

3 მარ 2020განათლება
სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო

25 დეკ 2019განათლება
კახა კალაძე თბილისის მერიის სტიპენდიანტებს შეხვდა
კვირის გრაფიკი
რატომ კარგავს მსოფლიო მასიურად ტყეებს?
1 მარ 2021კვირის გრაფიკი
ბოლო 100 წლის განმავლობაში მსოფლიომ იმდენი ტყე დაკარგა, რამდენიც წინა 9000 წლის განმავლობაში. Pendrill-ის კვლევის მონაცემებით მსოფლიო ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიონ ჰექტარ ტყეს...
განათლებაზე გაწეული ხარჯები და განათლების ხარისხი
22 თებ 2021კვირის გრაფიკი
როგორც განათლების ხარისხით ასევე განათლებაზე გაწეული ხარჯებით საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით აუტსაიდერია. რაც უფრო მეტს ხარჯავს სახელმწიფო თითოეული მოსწავლის...
ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებ 2021კვირის გრაფიკი
ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაციასთან ერთად კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების კლება აღინიშნება. Ourworldindata-ს მონაცემებით, ისრალეში ბოლო ორი კვირის განმავლობაში...
პოპულარული


ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

ასაკი და კოვიდ სიკვდილიანობა
1 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?
8 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

მაია ბითაძე - ტყის კოდექსი ეფექტიანად უნდა ავამოქმედოთ
10 თებერვალი, 2021პოლიტიკა
