სიახლეები
თბილისის მერმა „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა
თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ რამდენიმე ობიექტის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
“ზოგადად დაუსრულებელი მშენებლობების, მათ შორის კომპანია “ცენტრ პოინტის” პრობლემის გადაჭრა არის დედაქალაქის მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რადგან ამის უკან დგანან კონკრეტული ოჯახები, ეს ეხება ათასობით დაზარალებულ ადამიანს. მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს ხალხი არ დავტოვოთ ბედის ანაბარა, ჩავერთოთ პროცესში და ჩვენი ძალისხმევით მოვაგვაროთ წლობით დაგროვილი პრობლემა. ეს არ არის პირველი შეხვედრა, ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ, რომ ცენტრ პოინტის პრობლემა დავყავით ორ ნაწილად. პირველი ეხება სარემონტო სამუშაოებს, იქ , სადაც უკვე არსებობს შენობა-ნაგებობები. მეორე ეხება უშუალოდ მშენებლობის წარმოებას, რაც ნულიდან არის ყველაფერი დასაწყები. თბილისის მერია მუშაობს ორივე მიმართულებით, რაც გამოიხატება ჩვენ ხელთ არსებული ბერკეტების ამოქმედებაში და იმ ინვესტორების მხარდაჭერაში, ვინც დაინტერესდება აღნიშნული პროექტებით. უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები და გვაქვს გარკვეული შედეგები, თუმცა პროცესი გრძელდება,”-განაცხადა კახა კალაძემ.
დღევანდელ შეხვედრაზე თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა კარკასისა და ქვაბულის (კატლავანის) მდგომარეობაში არსებული სამი ობიექტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. კერძოდ, განიხილეს თაბუკაშვილის N7-9, მარშალ გელოვანის N4ა და გურამიშვილის N64-ში არსებული დაუსრულებელი ობიექტები. საუბარია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 387 ოჯახის ფართებით დაკმაყოფილებაზე. ილია ელოშვილის განცხადებით, თბილისის მერია დეტალურ მოლაპარაკებებზე გადავა იმ კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ინტერესსა და მზადყოფნას გამოხატავენ.
თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას სამშენებლო კომპანიებისა და „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მსგავსი სიახლეები

14 იან 2021პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური : „პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წარმატებული ქვეყანაა“

14 იან 2021პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წარმატებულია, ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ

14 იან 2021პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში
18 იან 2021კვირის გრაფიკი
ვაქცინაციის ტემპები ქვეყნებს შორის საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. Ourworldindata-ს ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია...
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იან 2021კვირის გრაფიკი
უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...
პოპულარული

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

