02:26 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
„თავისუფალი საქართველო“: თამბაქოს ნაწარმზე გადასახადი უნდა დაუბრუნდეს ძველ ნიშნულს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

სიახლეები

EMC ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება

EMC მწუხარებას გამოთქვამს 3 თებერვალს ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 2 ქალი და 4 არასრულწლოვანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ხის საცხოვრებელს უკიდურეს სიღარიბეში მყოფი, მიუსაფარი ოჯახი თვითდახმარების მიზნით აფარებდა თავს, რომელსაც რამდენიმე თვის წინ სოციალური დახმარება მოეხსნა. ბაღდათში მომხდარი ტრაგედია ყველაზე ცხადად აჩვენებს სიღარიბის დამანგრეველ შედეგებს, რომელსაც არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა ქმნის.

სოციალური დაცვის არსებული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს სოციალურ სიდუხჭირეში მყოფი ადამიანების რეალურ გაძლიერებას და მათ მხარდაჭერას, დაძლიონ სიღარიბე და სოციალური მოწყვლადობა. არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ სოციალური უზრუნველყოფის საბიუჯეტო წილის ყოველწიური ზრდის მიუხედავად, მოსახლეობის  სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის უცვლელი რჩება. ამასთან, UNICEF-ის კვლევის თანახმად, ბავშვიან შინამეურნეობებში სიღარიბის მაჩვენებლები უფრო მაღალია.

ამ მაჩვენებლების მიუხედავად, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა და ოჯახთა რაოდენობა ბოლო სამი წლის განმავლობაში შემცირდა და მთლიანი მოსახლეობის 12 %-ია. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსების სიმწირის გამო, ათიათასობით ღარიბი ოჯახი ვერ იღებს სოციალურ შემწეობასა და სხვა სერვისებს, რომელიც სოციალურად დაუცველის სტატუსთან არის დაკავშირებული. სოციალური დაცვის სისტემაში რესურსების სიმწირესთან ერთად, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის ხარვეზიანობა, იმდენად, რამდენადაც, ამ მეთოდოლოგიით ვერ ხერხდება სოციალურად მოწყვლადი შინამეურნეობების ეფექტიანი გამოვლენა.

დღემდე სიღარიბე და სოციალური უთანასწორობა ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს, რასაც ადასტურებს NDI-ს და CRRC-ის საზოგადოებრივი განწყობის კვლევის შედეგები. სახელმწიფოს ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც დღის წესრიგიდან მუდმივად განდევნის საზოგადოებრივ ინტერესს და ჩვენს ყოველდღიურობას კერძო ინტერესსა და მათი მოგების ზრდის მიზანს უქვემდებარებს, წარმოქმნის ეკონომიკური უთანასწორობის იმ მასშტაბებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას სიღარიბისთვისა და დაუცველობისთვის სწირავს. ამ მოცემულობაში კი, მიზნობრივი სოციალური დახმარება, პენსია და სხვა სახის სოციალური დახმარებები სოციალური დაცვის და ადამიანთა ფიზიკური გადარჩენის მთავარ ინსტრუმენტად გვევლინება, რაც თავისმხრივ, მოსახლეობის 60%-ზე მეტს პირდაპირ დამოკიდებულს ხდის.

 

სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობისა და სიღარიბის უკიდურესად მძიმე მანიფესტაციას საცხოვრებლის არარსებობა წარმოადგენს. უსახლკარობისა და სათანადო საცხოვრისი არქონის უკიდურესად მწვავე პრობლემის მიუხედავად, საქართველოში არსებული მოწყვლადი ჯგუფების უსაფრთხო და ადეკვატური საცხოვრებლით, ისევე, როგორც, მათ საჭიროებებზე დაფუძნებული მხარდაჭერის სისტემით უზრუნველყოფა არასოდეს ყოფილა სახელმწიფოს პრიორიტეტი. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, რომელთათვისაც გაძლიერებისა და სიღარიბიდან ამოყვანის სერვისები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კვლავ სახელმწიფოს ხედვის არეალის გარეთ რჩებიან.

 

ქვეყანას არ გააჩნია ხედვა და პოლიტიკა თუ როგორ უპასუხებს სოციალურად მოწყვლად პირთა საჭიროებებს. უსახლკარობასთან წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის არარსებობის ილუსტრაციაა ისეთი გამოწვევების დღის წესრიგში არსებობა როგორიცაა, უსახლკარო და არასათანადო საცხოვრისში მცხოვრებ პირთა სტატისტიკისა და მისი წარმოების მეთოდოლოგიის არარსებობა, საცხოვრისის სერვისების რეაქციულობა და უკიდურესი სიმწირე, რის შედეგადაც, ეს სერვისები ვიწრო ჯგუფისთვის პრობლემის დროებით გადაჭრაზეა ორიენტირებული, ხოლო ცალკეულ მუნიციპალიტეტებში უსახლკაროთა აღრიცხვა და მათთვის რაიმე სერვისის მიწოდების მექანიზმი მინიმალურ დონეზეც კი არ გვხვდება. ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის ფრაგმენტული ზომები მხოლოდ ცალკეულ უსახლკარო ჯგუფებს ხედავს, ხოლო დანარჩენი ჯგუფები, როგორიცაა, თვითდახმარების მიზნით სხვადასხვა ობიექტებში, არაადეკვატურ და საფრთხის შემცველ გარემოში მცხოვრები პირები და მათი საჭიროებები, უმეტესწილად უგულებელყოფილია.

 

მაშინ, როდესაც სიღარიბე და სოციალური მოწყვლადობა ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მწვავე პრობლემას წარმოადგენს, სოციალური დაცვის პოლიტიკა არაადეკვატური და სუსტია. არსებული ცენტრალური და მუნიციპალური პროგრამები არ არის დაფუძნებული სოციალურად მოწყვლად პირთა საჭიროებების კვლევაზე, შესაბამისად, მათი ეფექტიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამასთან, სოციალური დაცვის სისტემა შინაარსობრივად არ არის ორიენტირებული მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებისა და მათი სიღარიბიდან ამოყვანაზე, რაც, მათ შორის, დასტურდება გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 2017 წელს ჩატარებული მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევით. ამ კვლევის მიხედვით, 2015 წელთან შედარებით, 2017 წელს როგორც უკიდურესი, ისე ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები სოფლად და ქალაქად მცხოვრები ბავშვებისათვის მნიშვნელოვნად გაიზარდა.

 

არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემა ერთი მხრივ ქმნის ნიადაგს მოსახლეობის დიდი ნაწილის უკიდურესი სიღარიბისა და დაუცველობისათვის რომელსაც მეორეს მხრივ არ აზღვევს სახელმწიფოს სათანადო ზრუნვისა და სოციალური უზრუნველყოფის პოლიტიკა. არსებული სოციალური დაცვის სისტემა მისი თვალთახედვის მიღმა ტოვებს არაერთი ოჯახის სოციალურ და ეკონომიკურ საჭიროებას, რამდენადაც ის მეტწილად მხოლოდ უკიდურესად მძიმე  გამოწვევების ზედაპირულ მოგვარებაზე არის ორიენტირებული. სოციალური დაცვის სისტემის გამართვა და სოციალური დაცვის შესაბამისი სერვისების დანერგვა არ აღიქმება სახელმწიფოს ვალდებულებად და ე.წ. ქველმოქმედებისა და სახელმწიფოს კეთილი ნების მიდგომებს ეფუძნება. 

EMC მომხდარზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს და მთლიანად საზოგადოებას აკისრებს, რამდენადაც ქვეყანაში არსებული უმწვავესი პრობლემების არდანახვას, სახელმწიფოს უმოქმედობასა და საზოგადოების გულგრილობას ლეტალურ შედეგებამდე მივყავართ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს:

  • დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმირება იმგვარად, რომელიც სამართლიანად გადაანაწილებს სახელმწიფოს ფინანსურ და სხვა ტიპის რესურსებს მოწყვლად ჯგუფებს შორის, მიზნად დაისახავს მათი სიღარიბიდან ამოყვანას და მაქსიმალურად იქნება მათ საჭიროებებზე ორიენტირებული.
  • უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ უსახლკარო შინამეურნეოებების (მათ შორის, სახელმწიფო და კერძო ობიექტებში თვითდახმარების მიზნით შესახლებული პირების) საჭიროებებისა და საცხოვრებელი გარემოს შეფასება, რომლის შედეგადაც მოხდება მათი დაკმაყოფილება უსაფრთხო და სათანადო საცხოვრისისა და სხვადასხვა მხარდამჭერი სერვისით;
  • უმოკლეს ვადაში შექმნან სხვადასხვა უსახლკარო ჯგუფის აღრიცხვისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების მეთოდოლოგია, რომელიც ერთგვაროვანი იქნება ყველა მუნიციპალიტეტისთვის და გამორიცხავს რომელიმე მოწყვლადი ჯგუფის გაქრობას სახელმწიფოს ხედვის არეალიდან;
  • შექმნან უსახლკარობის პრევენციისა და რეაგირების ეფექტიანი პოლიტიკა (მათ შორის, სერვისები), რომელიც იქნება სოციალურად მოწყვლადი პირების საჭიროებებზე დაფუძნებული, გრძელვადიანი და მიზნად მათი ამგვარი მდგომარეობიდან ამოყვანას დაისახავს;

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექტემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი