05:00 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ანტიკორუფციული საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
„რუსთავი 2-ის“ ყოფილმა მესაკუთრეებმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვა მოითხოვეს

სიახლეები

გიგი წერეთელი ვაშინგტონში  აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ფილიპ რეეკერს  შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი,  ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელს, ფილიპ რეეკერს შეხვდა. საუბარი შეეხო ტრანსატლანიკურ თანამშრომლობას და შეერთებული შტატების  ჩართულობას უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ტერორიზმის, მიგრაციის, კონფლიქტების საკითხებში, ასევე,  ეკონომიკურ და დემოკრატიის განვითარების სფეროებში თანამშრომლობას ეუთო-ს ქვეყნებთან.

 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ვითარება,  ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, რუსეთთან ურთიერთობები,  ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა   კრიტიკული დამოკიდებულება საარჩევნო სისტემის ცვლილების, სასამართლო რეფორმის, პოლიტიკურ ოპოზიციაზე ზეწოლის კუთხით. აღინიშნა, რომ შეერთებული შტატების ახალი ელჩი, კელი დეგნანი, აქტიურად იქნება ჩართული ყველა მნიშვნელოვან პროცესში.

 

გიგი წერეთელმა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში ვიზიტის ფარგლებში აშშ სენატორებთან და კონგრესის წევრებთან, პოლიტიკურ ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და მისი გავრცელების ტემპი მსოფლიოში

17 თებ 2020კვირის გრაფიკი

                კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციის მონაცემებით ვირუსის ყოველდღიური საშუალო ზრდა 2750-ს შეადგენს...

კორონავირუსი და ნავთობი

10 თებ 2020კვირის გრაფიკი

            კორონავირუსის გავრცელებამ ნავთობზე მოთხოვნა და ფასი შეამცირა. ნავთობზე ფასის განსაკუთრებული ვარდნა მოხდა მას შემდეგ რაც ჩინეთმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების...

კორონავირუსი და მსოფლიო

3 თებ 2020კვირის გრაფიკი

          კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დაავადების პირველად გამოვლენის დღიდან დაავადების სწრაფად გავრცელება ხდება...