04:39 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
იუსტიციის მინისტრი აშშ-ის ციხეების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა
გიგი წერეთელი ვაშინგტონში აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ფილიპ რეეკერს შეხვდა

სიახლეები

ანტიკორუფციული საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
იუსტიციის სამინისტროში ანტიკორუფციული საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა განახლებული ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და 2019-2020 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის პროექტების განხილვა. საბჭომ ასევე განიხილა სამოქმედო გეგმის ფარგლებში პასუხისმგებელი უწყებების ბიუჯეტირების ნაწილი.
შეხვედრაზე განხილული და მომზადებული დოკუმენტები საბოლოოდ ანტიკორუფციულ საბჭოს წარედგინება.
ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, ინტენსიურად მუშაობდა 2019-2020 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განახლებაზე.
სამდივნო, პოლიტიკის შემუშავების სახელმძღვანელოს პრინციპებზე დაყრდნობით, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების ახალ ეტაპზე გადავიდა. აღნიშნული, სხვა ცვლილებებთან ერთად, გულისხმობს SMART ინდიკატორების განსაზღვრას, რაც ქმნის მყარ საფუძველს მონიტორინგისა და შეფასების განსახორციელებლად.
აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების პროცესში, ანტიკორუფციული პრიორიტეტებისა და აქტივობების განსაზღვრა მოხდა როგორც შესაბამის სექტორებში არსებული რისკების შესწავლის, ისე წინა სტრატეგიული დოკუმენტების შესრულების შეფასების შედეგებისა და არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების ანალიზის საფუძველზე.
 
 
 
კონკრეტულად, ანტიკორუფციული პრიორიტეტების შემუშავებას საფუძვლად დაედო:
  • ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD-ACN) მონიტორინგის მე-4 რაუნდის რეკომენდაციები;
  • კორუფციის წინააღმდეგ ევროპის საბჭოს სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) შეფასების მე-4 რაუნდის რეკომენდაციები;
  • კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციით (UNCAC) გათვალისწინებული ვალდებულებები;
  • არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები;
  • სხვადასხვა ანგარიში.
ნიშანდობლივია, რომ ანტიკორუფციულმა დოკუმენტებმა ექსპერტიზა გაიარა ევროკავშირის ექსპერტის მიერ საჯარო ადმინისტრირების რეფორმის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში (PAR technical assistance).
ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიაში მაქსიმალურადაა ასახული ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, აგრეთვე სახელმწიფო უწყებებისგან  მიღებული რეკომენდაციები და კომენტარები. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების კომენტარებისა და იდეების ნაწილთან დაკავშირებით, ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტებში მათი ასახვის მიზნით, კვლავ მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის უწყებებთან.
აქვე, გაცნობებთ, რომ განახლებული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და 2019-2020 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის პროექტები საჯარო კონსულტაციებისთვის/კომენტარებისთვის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდა (http://www.justice.gov.ge/News/Detail?newsId=7931). ფართო საზოგადოებას საშულება ექნება, სტრატეგიასა და გეგმასთან დაკავშირებით მოსაზრებები/კომენტარები ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს 22 ივლისამდე წარუდგინოს.
  

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და მისი გავრცელების ტემპი მსოფლიოში

17 თებ 2020კვირის გრაფიკი

                კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციის მონაცემებით ვირუსის ყოველდღიური საშუალო ზრდა 2750-ს შეადგენს...

კორონავირუსი და ნავთობი

10 თებ 2020კვირის გრაფიკი

            კორონავირუსის გავრცელებამ ნავთობზე მოთხოვნა და ფასი შეამცირა. ნავთობზე ფასის განსაკუთრებული ვარდნა მოხდა მას შემდეგ რაც ჩინეთმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების...

კორონავირუსი და მსოფლიო

3 თებ 2020კვირის გრაფიკი

          კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დაავადების პირველად გამოვლენის დღიდან დაავადების სწრაფად გავრცელება ხდება...