05:38 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნაძალადევის რაიონში, თოდრიას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ანტიკორუფციული საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

სიახლეები

იუსტიციის მინისტრი აშშ-ის ციხეების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის აშშ-ში ვიზიტი გრძელდება. ვიზიტის მიზანი სასჯელაღსრულების სისტემაში ამერიკული გამოცდილების დანერგვა და პარტნიორებისთვის საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების გაცნობაა. ქართული დელეგაციის შემადგენლობაშია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე.
 
ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა შეხვედრა გამართა აშშ-ის ციხეების ფედერალური ბიუროს  ხელმძღვანელთან ქეთლინ ჰოკ სოიერთან. თეა წულუკიანმა ამერიკელ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ ძირითადი პრიორიტეტების შესახებ, რომელიც პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების 2019-2020 წლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს. მხარეებმა ისაუბრეს პატიმართა რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის, დანაშაულის პრევენციისა და განმეორებითი დანაშაულის შემცირების საკითხებზე. თეა წულუკიანის თქმით, ქვეყანაში საზოგადოების უსაფრთხოებისა და კრიმინალის შემცირებისათვის ეს მიმართულებები უმნიშვნელოვანესია.
 
თეა წულუკიანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პენიტენციური სამსახურის განსაკუთრებულ პრიორიტეტებს შორის მსჯავრდებულებისთვის ისეთი სისტემებისა და ინფრასტრუქტურის შექმნაა, რომელიც მომავალში მათი დასაქმებას, პროფესიულ სწავლებას, განათლების მიღებას უზრუნველყოფს.
 
შეხვედრის ბოლოს თეა წულუკიანმა ამერიკელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა ქართული რეფორმების მხარდაჭერისა და ქართული მხარისათვის ამერიკული გამოცდილების გაზიარებისათვის.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და მისი გავრცელების ტემპი მსოფლიოში

17 თებ 2020კვირის გრაფიკი

                კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციის მონაცემებით ვირუსის ყოველდღიური საშუალო ზრდა 2750-ს შეადგენს...

კორონავირუსი და ნავთობი

10 თებ 2020კვირის გრაფიკი

            კორონავირუსის გავრცელებამ ნავთობზე მოთხოვნა და ფასი შეამცირა. ნავთობზე ფასის განსაკუთრებული ვარდნა მოხდა მას შემდეგ რაც ჩინეთმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების...

კორონავირუსი და მსოფლიო

3 თებ 2020კვირის გრაფიკი

          კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დაავადების პირველად გამოვლენის დღიდან დაავადების სწრაფად გავრცელება ხდება...