17:40 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპარლამენტარებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს
იუსტიციის მინისტრი აშშ-ის ციხეების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

სიახლეები

ნაძალადევის რაიონში, თოდრიას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  

ნაძალადევის რაიონში, თოდრიას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპზე, გრუნტის მოხსნა და საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 6 373 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება. ასევე, მოეწყობა 14 მ სიგრძის გრუნტის დამჭერი კედელი, ბორდიური და ტროტუარი.

მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.

„თოდრიას ქუჩაზე წლების განმავლობაში გზა არ შეკეთებულა. საგზაო ინფრასტრუქტურა ძალიან დაზიანებული იყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემას უქმნიდა. საკმაოდ დიდი ქუჩაა და ბევრი ოჯახიც ცხოვრობს. გზის რეაბილიტაციის პროცესი აპრილში დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული გზის კაპიტალური შეკეთება ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 428 580 ლარს შეადგენს.

 

  

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი