10:27 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლევან ცხადაძე: ,,ავიაციის სფეროში ჩეხეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია“
ნინო წილოსანი: RMG-ის მიერ შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაბინძურების კუთხით არსებული და ასევე სხვა საფრთხეების მოგვარება, ფაქტობრივად, საუკეთესო თანამშრომლობის ფორმატში ხდება

სიახლეები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2020 წლის სტრატეგია დაამტკიცა

რეგიონული საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტს დასამტკიცებლად  2020 წლის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია წარუდგინა.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, კომიტეტმა გასულ წელს ძალიან აქტიურად იმუშავა როგორც კანონშემოქმედებითი, ისე საზედამხედველო მისიის შესრულების თვალსაზრისით. კომიტეტის თავმჯდომარემ გამოყო ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც კომიტეტის ხელმძღვანელობით გასულ წელს განხორციელდა და ყურადღება გაამახვილა იმ აქტივობებზე, რაც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს მიმდინარე წელს აქვს დაგეგმილი. ზაზა გაბუნიას განცხადებით, კომიტეტის სამოქმედო გეგმა მოიცავს როგორც  კანონშემოქმედებით, ასევე საკონტროლო და გამჭვირვალეობის საკითხებს.

კანონშემოქმედებით ნაწილში, კომიტეტი სხვა აქტივობებთან ერთად გეგმავს დაიწყოს პროცედურა და მოამზადოს რეკომენდაცია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის იმ მუხლებთან და პუნქტებთან მიერთების მიზნით, რომელიც არ იქნა რატიფიცირებული 2004 წ.

მთავრობასთან ერთად იგეგმება განხილვა საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“ კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პაკეტისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იმ ცვლილებების შეტანისა რომელიც ქ. თბილისსა და მუნიციპალიტეტებს შორის განსხვავებებს აღმოფხვრის.

საკონტროლო ფუნქციების განხორციელების ნაწილში, კომიტეტის სამოქმედო გეგმით გაწერილია 49 სხვადასხვა აქტივობა, რომელიც გასული წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებთან ( გაზიფიცირების, წყალანირებისა და წყლით მომარაგების, ინფრასტრუქტურული პროექტების აღსრულების, საგზაო დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშთან) ერთად, დამატებით მოიცავს თემატურ მოკვლევის თემის შემუშავებასა და დაწყებას, საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი სერვისების განვითარების ღონისძიებების შესახებ ანგარიშის მოსმენას,  მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვის მიმდინარეობაზე ზედამხედველობას, ქ. თბილისის განვითარების ფონდის მიერ გაწეული და დაგეგმილი საქმიანობის მოსმენას, რეგლამენტის 38-ე მუხლით დადგენილ ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლს და ა.შ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ცალკე აღნიშნა კომიტეტის დაგეგმილი საქმიანობა, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელებასთან მიმართებაში.

კომიტეტი აპირებს გააგრძელოს გასვლითი საკომიტეტო სხდომები რეგიონების მიხედვით, სადაც მიმდინარე საკითხებთან ერთად განხილულ იქნება რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ნორმატიული აქტების პრაქტიკაში რეალიზაციის ასპექტები.

„გამჭვირვალეობის ნაწილში, კომიტეტი აქტიურად გეგმავს საკუთარ საქმიანობაში ჩართოს დარგის სპეციალისტები, სამოქალაქო საზოგადოება. წელს ისევ იგეგმება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ფორუმი, რომელიც გაერთიანდება დეცენტრალიზაციის ირგვლივ და განიხილავს მას სხვადასხვა ასპექტიდან“,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას და მერაბ ქვარაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“.

მომხსენებელმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ, განმარტა, რომ პროექტით ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მუნიციპალიტეტის სხვა საკუთარი უფლებამოსილებები დგინდება. იმის გათვალისწინებით, რომ ეს უფლებამოსილებები გარკვეული ვადით მოქმედებს, შესაბამისი ცვლილების მუხლი ემატება გარდამავალი შინაარსის დებულებებში. კანონპროექტი მიზნად ისახავს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის” სრულ შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“.

სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: ,,საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.  კანონპროექტით ცვლილება შედის „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში და კანონს ემატება ახალი 261 მუხლი (შავი წერტილების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა), რომელშიც მოცემულია „შავი წერტილის“ განმარტება, ასევე შავი წერტილის იდენტიფიცირებასა და მის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით უწყებების მოვალეობები და შავი წერტილების აღმოფხვრისათვის წესების შემუშავებისა და ღონისძიებების განხორციელების ვალდებულებები.

წარმოდგენილი პროექტით შავ წერტილად განისაზღვრება საავტომობილო გზის არაუმეტეს 300 (სამასი) მეტრიანი მონაკვეთი, რომლის ფარგლებში 3 (სამი) კალენდარული წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ადამიანის დაღუპვით დასრულებული არანაკლებ 4 (ოთხი) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ან/და ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და დაღუპვით დასრულებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რომელთა რიცხვი ჯამურად შეადგენს არანაკლებ ათს.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, კახაბერ კუჭავას, სულხან მახათაძის, ოთარ დანელიას, ენძელა მაჭავარიანის, გიორგი გაჩეჩილაძის, კობა ლურსმანაშვილის, ზაზა ხუციშვილისა და პაატა გოგოხიას საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: ,,აკვაკულტურის შესახებ“, პროექტთა თანმდევ პაკეტთან ერთად,  პირველი  მოსმენით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა წარადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის მომზადება განპირობებულია ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარების მიზნით სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და გარემოს დაცვის აუცილებლობით. მდგრადი აკვაკულტურის განვითარება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ეფექტის მატარებელია, რადგან ამ მიმართულებით ძირითადად ხდება ისეთი სახეობების კულტივირება, რომლებიც იმყოფებიან გადაშენების საფრთხის ქვეშ, ადგილობრივი ბაზრის უზრუნველყოფა აკვაკულტურის პროდუქციით მნიშვნელოვნად ამცირებს არალეგალური თევზჭერის რისკებს თანმდევი ბიო–კონსერვაციული ეფექტით.

მისივე თქმით, აკვაკულტურის სფეროს გასავითარებლად საჭიროა შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნა. რომელიც უზრუნველყოფს, რომ საბაზისო კანონმდებლობამ დაარეგულიროს აკვაკულტურის მართვის ძირითადი კომპონენტები, რომლებიც ინვესტორებს მისცემს საქმიანობის გარანტიებს, უზრუნველყოფს მათ ქონებრივ უფლებებს, გაუმარტივებს სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობებს. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების არსებობა ქმნის ხელსაყრელ გარემოს აკვაკულტურის პროდუქციის ექსპორტისათვის ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც მზარდი მოთხოვნაა ორგანული აკვაკულტურის პროდუქციაზე.

კანონპროექტის მიღებით:  ა) საქართველოს ექნება სამართლებრივი და ადმინისტრაციული ჩარჩო აკვაკულტურის მართვისა და განვითარებისთვის; ბ) არსებული საკანონმდებლო ბაზა აქცენტს გააკეთებს არა მხოლოდ სათევზე მეურნეობების რესურსების დაცვაზე და შესაბამისი წყლის ეკოსისტემების კონსერვაციაზე, არამედ წარმოებაზე; გ) მოქმედი სამართლებრივი დებულებები თავმოყრილი იქნება ჩარჩო კანონში; დ) აკვაკულტურის სხვადასხვა ფორმების ადმინისტრირება განხორციელდება კოორდინირებულად, საერთო და ჰარმონიზებული პოლიტიკის პირობებში კანონპროექტით განხორციელდება აკვაკულტურის ნებართვის გაცემის, საქართველოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ზონების გამოყოფის, აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისას გარემოს დაცვის, სურსათის უვნებლობისა და აკვაკულტურასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განსაზღვრა.

მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

დღესვე, კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტი,  ,,საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა)“ განიხილა.მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით დაგეგმილია „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის-ს განხორციელების მიზნით შეთანხმების გაფორმება, რაც ითვალისწინებს 2020-2030 წლებში დაახლოებით 362 მილიონი ევროს დაფინანსების პროგრამის შექმნას ურბანული ინფრასტრუქტურის სრულყოფის, რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციისათვის. საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საქართველოს რეგიონებში: კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და თბილისში.

აღნიშნული პროგრამის მოსამზადებლად გამოიყოფა 135,550,000 ევრო. აღნიშნული რესურსით დაფინანსდება „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტების მოსამზადებელი ღონისძიებები. სესხის ფინანსური პირობებია: სესხის ხანგრძლივობა 15 წელი (შეღავათიანი პერიოდი 3 წელი), პროექტს განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღია 31 აგვისტო.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი

28 სექ 2020კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში 6-ჯერ გაიზრდება. ჩვენი პროგნოზის მიხედვით 27 ოქტომბერს საქართველოში...

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...