06:20 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნინო წილოსანი: ტყის კოდექსის სახით კომიტეტი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კანონპროექტს იხილავს, რომელზეც მომავალში დიდად იქნება დამოკიდებული ტყის მოვლა და მისი სწორად მართვა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2020 წლის სტრატეგია დაამტკიცა

სიახლეები

ლევან ცხადაძე: ,,ავიაციის სფეროში ჩეხეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია“

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის მოადგილის ხელმძღვანელობით, პრაღაში ქართულმა დელეგაციამ ჩეხეთის საავიაციო სფეროს სექტორთან შეხვედრები გამართა. დელეგაციაში, რომელსაც ლევან ცხადაძე ხელმძღვანელობდა,  ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენლები შედიოდნენ.

პრაღაში ვიზიტი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით შედგა. ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.  ლევან ცხადაძის განცხადებით, ავიაციის სფეროში გამოცდილების გაზიარების კუთხით ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას სთავაზობს.

,,შეხვედრები გავმართეთ, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ისე კერძო სექტორთან. ასევე, ადგილზე გავეცანით ვაცლავ ჰაველის სახელობის პრაღის აეროპორტის ოპერირების სპეციფიკას. ავიაციის მიმართულებით ჩეხური გამოცდილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სანავიგაციო და ტექნოლოგიური კუთხით ჩეხეთთან რამდენიმე მიმდინარე პროექტი გვაქვს,-‘’განაცხადა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის მოადგილე ლევან ცხადაძემ.

ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა საავიაციო დარგის წამყვან კომპანიებთან, როგორიცაა: Transcon, ERA, Vaclav Havel Airport Prague, ICZ და Czechoslovak Group.

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და მისი გავრცელების ტემპი მსოფლიოში

17 თებ 2020კვირის გრაფიკი

                კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციის მონაცემებით ვირუსის ყოველდღიური საშუალო ზრდა 2750-ს შეადგენს...

კორონავირუსი და ნავთობი

10 თებ 2020კვირის გრაფიკი

            კორონავირუსის გავრცელებამ ნავთობზე მოთხოვნა და ფასი შეამცირა. ნავთობზე ფასის განსაკუთრებული ვარდნა მოხდა მას შემდეგ რაც ჩინეთმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების...

კორონავირუსი და მსოფლიო

3 თებ 2020კვირის გრაფიკი

          კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დაავადების პირველად გამოვლენის დღიდან დაავადების სწრაფად გავრცელება ხდება...