14:46 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გია ვოლსკი - ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი, რომ ოპონენტებმა სკეპტიკურად შეაფასეს და პრაქტიკულად უარი თქვეს ევროპარლამენტის მისიის მიღებაზე
ნინო წილოსანი: ტყის კოდექსის სახით კომიტეტი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კანონპროექტს იხილავს, რომელზეც მომავალში დიდად იქნება დამოკიდებული ტყის მოვლა და მისი სწორად მართვა

სიახლეები

ირაკლი კოვზანაძე: საბანკო სექტორში დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა უკვე 2 მილიარდ ლარს აჭარბებს

„დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს დაარსებიდან თითქმის სამი  წლის განმავლობაში საბანკო სექტორში დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და  2 მილიარდ ლარს აჭარბებს.  წელს   1 ივლისიდან  კი  დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი 5000-დან  15 000 ლარამდე გაიზრდება“ -ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელ ოთარ ძიძიკაშვილთან  შეხვედრაზე განაცხადა, რომლისგანაც  სააგენტოს საქმიანობის მიმდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

 

ირაკლი კოვზანაძის თქმით, ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მკაცრი ზედამხედველობა და ქმედითი დეპოზიტების დაზღვევის სისტემა   საფინანსო სექტორის მდგრადი განვითარების საფუძველია. „2017 წლამდე, დეპოზიტების შესახებ კანონის მიღებამდე,  საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო არ არსებობდა. დღეს კი უკვე 2 მილიარდ ლარს აჭარბებს  დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა“- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტატისტიკურ მონაცემებს და წლების განმავლობაში დეპოზიტების დაზღვევის მზარდ ტრენდს.  მთავარი აქცენტი, გაკეთდა დაგეგმილ საკანონმდებლო სიახლეებზე,  მათ შორის დეპოზიტების დაზღვევის ზღვარის გაზრდაზე. ირაკლი კოვზანაძე სააგენტოს,  ამჯერადაც  პარლამენტიდან სრულ მხარდაჭერას დაპირდა.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

გენდერული თანასწორობა საქართველოში

3 აგვ 2020კვირის გრაფიკი

       ევროპულ ქვეყნებს შორის გენდერული უთანასწორობა შრომის ბაზარზე საქართველოში ყველაზე მაღალია. ევროსტატის და საქსტატის მონაცემებით საქართველოში ქალის საშუალო თვიური ხელფასი...

სოციალური უთანასწორობა ევროპაში

27 ივლ 2020კვირის გრაფიკი

      შემოსავლების გადანაწილების უთანასწორობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალია ევროპაში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო ჯინის ინდექსი 36.4%-ია, რაც ევროპაში მეხუთე ყველაზე...

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ევროპაში

20 ივლ 2020კვირის გრაფიკი

               საქართველოში ატმოსფეროშ ნახშირორჟანგის გამოყოფა ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით ნაკლებია ვიდრე დანარჩენ ევროპაშ. OurWorldinData-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში...