05:08 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ირაკლი კოვზანაძე USAID -ის წარმომადგენლებს შეხვდა
გია ვოლსკი - ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი, რომ ოპონენტებმა სკეპტიკურად შეაფასეს და პრაქტიკულად უარი თქვეს ევროპარლამენტის მისიის მიღებაზე

სიახლეები

მამუკა მდინარაძე  - ერთადერთი რაც ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტებს არ აწყობთ ფაქტების დადგენაა, რადგან ფაქტები ყოველთვის  მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ფაქტების დამდგენი მისიის საქართველოში მოწვევის თაობაზე და განაცხადა, - „ფაქტიურად, გადაწყვეტილია, რომ ჩვენი მოწვევით ფაქტების შემსწავლელი მისია საქართველოში ჩამოვა. ამ ფაქტმა პანიკაში ჩააგდო „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ყველა სატელიტით. დღეს, ნახეთ მათი განცხადებები. მათი პათოსი, პანიკური გამოვლინებები, რაც მათ განცხადებებზე აისახა, იმას ნიშნავს, რომ ერთადერთი, რაც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებს არ აწყობს, ეს არის ფაქტის დადგენა, რადგან ფაქტები ყოველთვის მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს. „რუსთავი 2“-ის შემთხვევის დროს ფაქტები სხვაგან იყო და მათი შეფასებები სხვაგან, სტრასბურგმა კი თქვა, რომ „რუსთავი 2“-ის მაშინდელი მენეჯმენტი - ნიკა გვარამია, „ნაციონალური მოძრაობა“ და ბათუ ქუთელიები, არასამთავრობო სექტორის ნაწილი იტყუებოდნენ. ამის შემდეგ ეუთო-ოდირის დასკვნა იყო, სადაც თქვეს, რომ ეს ის ადგილი არ არის, სადაც დადგინდება ნორმის კონსტიტუციურობა, რაზეც ასევე იტყუებოდნენ. ახლა უკვე ფაქტის წინაშე დადგნენ, რომ შეიძლება, ფაქტების შემსწავლელმა მისიამ, ევროპარლამენტმა დაადგინოს, რომ ისევ იტყუებიან. მათი განცხადებებიც აქედან გამომდინარეობს“, -  განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და მისი გავრცელების ტემპი მსოფლიოში

17 თებ 2020კვირის გრაფიკი

                კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციის მონაცემებით ვირუსის ყოველდღიური საშუალო ზრდა 2750-ს შეადგენს...

კორონავირუსი და ნავთობი

10 თებ 2020კვირის გრაფიკი

            კორონავირუსის გავრცელებამ ნავთობზე მოთხოვნა და ფასი შეამცირა. ნავთობზე ფასის განსაკუთრებული ვარდნა მოხდა მას შემდეგ რაც ჩინეთმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების...

კორონავირუსი და მსოფლიო

3 თებ 2020კვირის გრაფიკი

          კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დაავადების პირველად გამოვლენის დღიდან დაავადების სწრაფად გავრცელება ხდება...