04:56 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ყაზბეგის გამზირზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მამუკა მდინარაძე - ერთადერთი რაც ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტებს არ აწყობთ ფაქტების დადგენაა, რადგან ფაქტები ყოველთვის მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს

სიახლეები

ირაკლი კოვზანაძე USAID -ის წარმომადგენლებს შეხვდა

არლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და პროექტის - “დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს, მათ შორის  კიდევ უფრო როგორ უნდა გაძლიერდეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შესაძლებლობები საპარლამენტო  ზედამხედველობის განხორციელებისას.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, USAD -თან  ერთობლივი მუშაობის შედეგად, კომიტეტმა 2018-2020 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უკვე დაამტკიცა.  „ამ ეტაპზე დოკუმენტიდან გამომდინარე  თანამშრომლობა გრძელდება   კომიტეტის კანონშემოქმედებით და საზედამხედველო ფუნქციების წარმატებით განხორციელებისთვის. ჩვენ ზედამხედველობას ვუწევთ საბიუჯეტო და საფინანსო პროცესებს ქვეყანაში, ასევე უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინსტიტუტებს – ეროვნულ ბანკს, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტისა და დაზღვევის საზედამხედველო სამსახურებს“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში საჯარო ინსტიტუტების ადმინისტრაციული და ფინანსური მართვის გაუმჯობესება, მომავალშიც კონკრეტული აქტივობების სახით გაგრძელდება.

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და მისი გავრცელების ტემპი მსოფლიოში

17 თებ 2020კვირის გრაფიკი

                კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციის მონაცემებით ვირუსის ყოველდღიური საშუალო ზრდა 2750-ს შეადგენს...

კორონავირუსი და ნავთობი

10 თებ 2020კვირის გრაფიკი

            კორონავირუსის გავრცელებამ ნავთობზე მოთხოვნა და ფასი შეამცირა. ნავთობზე ფასის განსაკუთრებული ვარდნა მოხდა მას შემდეგ რაც ჩინეთმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების...

კორონავირუსი და მსოფლიო

3 თებ 2020კვირის გრაფიკი

          კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დაავადების პირველად გამოვლენის დღიდან დაავადების სწრაფად გავრცელება ხდება...