15:43 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სომხეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე წარმატებულ ქართულ რეფორმებს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეცნობა
ყაზბეგის გამზირზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სიახლეები

დავით სონღულაშვილი: „საქართველო არ გადაუხვევს რეფორმების არჩეულ კურსს, რამეთუ გვწამს, სწორედ ეს არის წარმატებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა“

„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი არის შესაძლებლობა, ერთი მხრივ, ვისაუბროთ ჩვენს მიღწევებზე და მეორე მხრივ, თვალი გავუსწოროთ იმ გამოწვევებს, რომელთა გადალახვაც მომავალში მოგვიწევს. მოხარული ვარ, საქართველოს მიღწეული პროგრესითა და სწორად შერჩეული მიმართულებით. ჩვენი ხედვა ცალსახაა: პოლიტიკური დიალოგი, დემოკრატიული მმართველობა და ქვეყნის ინსტიტუციონალური გაძლიერება“, - აღნიშნულის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. მისი თქმით, საერთო ძალისხმევითა და მონდომებით, ევროპელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად, შექმნილია თანამშრომლობის განსაკუთრებული პრეცენდენტი: ასოცირების ხელშეკრულება, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრ ქვეყნად გამოცხადება; საქართველოსთან ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე მიღწეული შეთანხმება ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში გაწევრიანება; სტრატეგიული უსაფრთხოების მაღალი დონის დიალოგი; ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელ მისიაში საქართველოს აქტიური მონაწილეობა და ა.შ.

ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას, მომხსენებელმა დემოკრატიისა და მედია თავისუფლების ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწული პროგრესი აღნიშნა, რასაც მისივე თქმით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშებში ცხადჰყოფს. ასევე, მნიშვნელოვან მიღწევად დავით სონღულაშვილმა, პარლამეტის მიერ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის დამტკიცება დაასახელა, რომელიც დადებითად შეფასდა ვენეციის კომისიის მიერ და აღიარებული იქნა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან.

მომხსენებელმა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს გაუსვა ხაზი. ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო რეფორმაზე, რომელიც ითვალისწინებდა მათ შორის, 2024 წლისთვის არჩევნების მაჟორიტარული სისტემის პროპორციული საარჩევნო მოდელით ჩანაცვლებას. მისი განმარტებით, ახალ კონსტიტუციაში, რომელიც არაპარტიული პრეზიდენტის, ძლიერი პარლამენტის, ეფექტური მთავრობის და დამოუკიდებელი სასამართლოს მთავარ პრინციპებს ემყარება, ნათლად არის ნათქვამი, რომ 2024 წლის არჩევნები სრული პროპორციული წესით ჩატარდება.

„თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები ჩვენი უმთავრესი მიზანია. დარწმუნებულნი ვართ, რომ საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციის შედეგად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მაღალი დემოკრატიული სტანდარტის დაცვით ჩატარდება. გვჯერა, რომ დემოკრატიის შენარჩუნებისა და მისი შეუქცევადობის მიზნით, 2024 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უმთავრესი წინაპირობაა ჩვენი ქვეყნისათვის. ჩვენ ვამყარებთ საქართველოს დემოკრატიას. კარგად ვაცნობიერებთ იმას, რომ კიდევ მეტის გაკეთებაა საჭირო. მიუხედავად გატარებული რეფორმებისა და ამ რეფორმებით მიღებული მიღწევებისა, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე კიდევ მეტი პროგრესი, კეთილდღეობა და წარმატება მოვუტანოთ ისეთ პატარა, მაგრამ ძლიერ ქვეყანას, როგორიც საქართველოა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

 

გამოწვევებზე საუბრისას, დავით სონღულაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩვენი ტერიტორიების უსაფრთხოების საკითხზე და ოკუპაციაზე.

 

„დღემდე გამოწვევად რჩება ჩვენი ტერიტორიების უსაფრთხოების საკითხი. რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების უკანონო კონტროლს. ევროკავშირის და უფრო კონკრეტულად, ევროპარლამენტის მნიშვნელობის საკითხი გადამწყვეტია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში. ჩვენ იმედებს თქვენზე ვამყარებთ“ - მიმართა კოლეგებს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ. მან მადლიერება გამოხატა იმ მხარდაჭერისა და თანადგომისათვის, რომელსაც ევროპელი მეგობრები დაუშურვებლად აგზავნიან საქართველოს მისამართით, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით. მისივე თქმით, ევროკავშირის დახმარების პროგრამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში, აგრეთვე საქართველოს დემოკრატიზაციისა და მოდერნიზაციის გზაზე.

 

„ჩვენი პოლიტიკური ვალდებულება ევროკავშირის მიმართ ურყევია, ხოლო ეკონომიკური ინტეგრაცია პრიორიტეტულია. ქართველი ხალხი მომხრეა დემოკრატიის, პოლიტიკური დიალოგისა და მდგრადი განვითრების. ჩვენთვის თავისუფლება, სამართლიანობა და კანონის უზენაესობა პრიორიტეტია! საქართველო არ გადაუხვევს რეფორმების არჩეულ კურსს, რამეთუ გვწამს, სწორედ ეს არის წარმატებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო როგორც ევროპის ნაწილი, გახდება იმ დიდი მშვიდობიანი და სტაბილური ოჯახის ნაწილი, რომელსაც მხოლოდ სარგებლის მოტანა შეუძლია, როგორც საკუთარი ხალხისთვის, ისე მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეებისათვის. 

„ქართველები ველით იმ დღეს, როდესაც ჩვენი კეთილდღეობით გამოწვეულ სიხარულს ჩვენთან ერთად თქვენც გაიზიარებთ. დღეს მსოფლიო უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას. ეს ყველაფერი კი, მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს  მოითხოვს. ჩვენი ხედვა ნათელია: საქართველო არის სიკეთისა და სტაბილურობის მომტანი სახელმწიფო, რომელიც დაუღალავად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. მოდით, ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი ჩვენი მომავალი თაობებისთვის“, - მიმართა დამსწრე საზოგადოებას დავით სონღულაშვილმა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

გენდერული თანასწორობა საქართველოში

3 აგვ 2020კვირის გრაფიკი

       ევროპულ ქვეყნებს შორის გენდერული უთანასწორობა შრომის ბაზარზე საქართველოში ყველაზე მაღალია. ევროსტატის და საქსტატის მონაცემებით საქართველოში ქალის საშუალო თვიური ხელფასი...

სოციალური უთანასწორობა ევროპაში

27 ივლ 2020კვირის გრაფიკი

      შემოსავლების გადანაწილების უთანასწორობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალია ევროპაში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო ჯინის ინდექსი 36.4%-ია, რაც ევროპაში მეხუთე ყველაზე...

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ევროპაში

20 ივლ 2020კვირის გრაფიკი

               საქართველოში ატმოსფეროშ ნახშირორჟანგის გამოყოფა ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით ნაკლებია ვიდრე დანარჩენ ევროპაშ. OurWorldinData-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში...