23:51 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დიმიტრი ხუნდაძე: „საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, გადამოწმების პერიოდში, საარსებო შემწეობის მიღება არ შეუჩერდებათ
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდით მეორე ადგილზეა

სიახლეები

„ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის“ დანერგვის თაობაზე საკონსულტაციო ჯგუფმა საბოლოო დასკვნები წარმოადგინა

 

გერმანიის მთავრობისა და გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით, ასევე, საკონსულტაციო კომპანიის - GOPA infra ექსპერტების უშუალო მონაწილეობით, დედაქალაქში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის“ (Integrated Traffic Control System) განვითარებასთან  დაკავშირებით შემაჯამებელი  შეხვედრა გაიმართა.

სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მერის მოადგილე მაია ბითაძე ესწრებოდა, საკონსულტაციო ჯგუფის საბოლოო დასკვნები  განიხილეს და პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით კონკრეტული ღონისძიებები დაგეგმეს.

მაია ბითაძის თქმით, „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის“ დასანერგად ტექნოლოგიების შესყიდვას თბილისის მუნიციპალიტეტი  მომავალი თვიდან დაიწყებს. მისივე თქმით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა  ხელს შეუწყობს  გზებზე   ტრანსპორტის გამტარიანობის გაზრდას და საცობების შემცირებას.

„გერმანიის მთავრობის დახმარებით დასრულდა პროექტი, რომელმაც ზუსტი ინფორმაცია მოგვცა იმ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების ჩამოყალიბების თაობაზე, რომელიც აუცილებელია თბილისის საცობებისგან განტვირთვისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისთვის. შესაბამისად, გერმანიის მთავრობის მიერ მოცემული ზუსტი სპეციფიკაციების მიხედვით, მომავალი  თვიდან დაიწყება შესაბამისი ტექნოლოგიების შესყიდვა, რომელიც, ვფიქრობთ, თბილისს განტვირთავს საცობებისგან. ეს კი მას შემდეგ მოხდება, რაც ახალი, დიდი ზომის საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემოვა და თანამედროვე  ტექნოლოგიის ჭკვიანი შუქნიშნებისა და მართვის  სისტემები ჩაირთვება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

შეხვედრაზე გერმანიის განვითარების ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონის ოფისის დირექტორმა,  კლაუს ფაიგელმა თბილისის მერიასთან თანამშრომლობა ნაყოფიერად  შეაფასა  და  იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობის შედეგები  თბილისის ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით სასარგებლო იქნება.  

„გერმანიის განვითარების ბანკი (KFW) მჭიდროდ თანამშრომლობს თბილისის მერიასთან ახალ პროექტზე, რომელიც  თბილისში მდგრადი ურბანული ტრანსპორტის მობილობის საკითხებს ეხება. დღეს ჩატარდა  მნიშვნელოვანი შეხვედრა,  სადაც კონსულტანტებმა  წარმოადგინეს  თავიანთ დასკვნები, თუ როგორ უნდა შეიცვალოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ურბანული სივრცითი მოწყობა ქალაქის ცენტრალურ უბნებში. ვამაყობთ ამ თანამშრომლობით და მოუთმენლად  ველით, რომ გავხდებით მოწმეები, თუ როგორ  გადაიქცევა თბილისი  თანამედროვე ქალაქად, სადაც ადვილია გადაადგილება და რომელიც მორგებულია ფეხით და ველოსიპედით მოსიარულეებზე“, - განაცხადა  კლაუს  ფაიგელმა.

შეხვედრას  თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

„ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის“ ჩამოყალიბების მიზანია ქალაქის საცობებისგან გათავისუფლება, საგზაო უსაფრთხოება, საჯარო ტრანსპორტის უპირატესობის მიღწევა გადაადგილებისას და ჰაერის დაბინძურების შემცირება. ტრანსპორტის მიმართულებით ამ მოცულობის სამუშაო, საქართველოს მასშტაბით პირველად განხორციელდება.

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველო და კორონავირუსის ტესტის პოზიტიურობა

1 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსის პოზიტიურობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. პოზიტიურობის მაჩვენებელი არის შეფარდება ინფიცირებულთა რიცხვსა და...

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...