03:28 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნაძალადევის რაიონში 50-მეტრიანი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩთან ერთად აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსს კრის სოჩას შეხვდა.

სიახლეები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღო მონაწილეობა

20-21 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მე-19 ზამთრის სესია გაიმართა. 50 ქვეყნის 300-მდე პარლამენტარმა ეუთოს სივრცეში მიმდინარე პროცესებზე დისკუსიები გამართეს და სპეციალურ მომხსენებლებს მოუსმინეს.

დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მიმდინარეობდა განხილვა პოლიტიკური და უსაფრთხოების თემებზე. დელეგაციის წევრმა ირაკლი ბერაიამ  დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. პარლამენტარმა ხაზი გაუსვა მძიმე ვითარებას უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. „არსებული სიტუაცია მიუღებელია და მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას რათა განახორცილოს ზეწოლა რუსეთზე და მოუწოდოს საერთაშორისო სამართლის ნორმების და პრინციპების დასაცავად“, -  განაცხადა დელეგაციის წევრმა, საქართველოს პარლამენტის საგარეო  ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმს, ორი დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით ესწრებოდა. საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა, ორი დღის განმავლობაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედ და გენერალური კომიტეტის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა. ასამბლეის ფარგლებში ქართველმა პარლამენტარებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს და მადლობა გადაუხადეს უცხოელ კოლეგებს მხარდაჭერისათვის,  ასევე მოუწოდეს მათ კ

ონკრეტული ქმედებებისაკენ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას კახა კუჭავა, ირაკლი ბერაია, ირაკლი კობახიძე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობა პანდემიასთან საბრძოლველად

23 მარ 2020კვირის გრაფიკი

                საქართველოში მწვავე მოვლის საავადმყოფო საწოლები მოსახლეობასთან მიმართებაში ყველაზე დაბალია ევროპაში. ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის მონაცემებით...

კორონავირუსის გავრცელების სიმძიმე ქვეყნების მიხედვით

16 მარ 2020კვირის გრაფიკი

                  ქვეყნის მოსახლეობასთან შედარებით კორონავირუსი (Covid-19) მსოფლიოში ყველაზე მეტად იტალიაშია გავრცელებული. ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე იტალიაში 410...

ვიზიტორთა კლება საქართველოში

9 მარ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში ვიზიტორთა წლიური ზრდა თებერვალში იანვართან შედარებით საგრძნობლად შემცირდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით 2020 წლის იანვრის წლიური ზრდა...

პოპულარული

კორონავირუსის გავრცელება მსოფლიოში

კორონავირუსის გავრცელება მსოფლიოში

2 მარტი, 2020კვირის გრაფიკი

ვიზიტორთა კლება საქართველოში

ვიზიტორთა კლება საქართველოში

9 მარტი, 2020კვირის გრაფიკი