21:15 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა
ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალში მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

სიახლეები

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ თურქეთში ევროპის საავიაციო ფორუმში მონაწილეობს

თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში ევროპის ყოველწლიური საავიაციო ფორუმი CONNECT 2020 მიმდინარეობს. რიგით მე-17 ფორუმში 50 ქვეყნის 65 ავიაკომპანიისა და 260 აეროპორტის 650 ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. საქართველოს ფორუმზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ წარმოადგენს.

ფორუმის ფარგლებში ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ბიზნესგანვითარების მენეჯერი ვაკო ჭილაშვილი შეხვდა კომპანიის ძირითად პარტნიორებს და ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებს. ასევე, იმ ავიაკომპანიების, რომელთა მოზიდვაზეც ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ აქტიურად მუშაობს.

,,დღეს სრულდება საავიაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმი. უკვე შევხვდით 20 ავიაკომპანასა და პარტნიორ აეროპორტს. სეგმენტურად გვქონდა პრეზენტაციები სამივე საერთაშორისო აეროპროტის შესახებ. ასევე, შეხვედრა გაიმართა აეროპორტების სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორთან, კარენ ბუტოსთან, რომელიც CONNECT -ის დამაარსებელი და ორგანიზატორია. განვიხილეთ ჩვენს კომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. კარენ ბუტომ კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ 2 წლის წინ თბილისში ჩატარებული საიუბილეო ფორუმი ერთ-ერთი საუკეთესო და დასამახსოვრებელი იყო მასპინძლობის და ორგანიზების კუთხით,-‘’განაცხადა ვაკო ჭილაშვილმა.

CONNECT - მასშტაბური საერთაშორისო დონის ღონისძიება წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში იმართება. 2018 წლის თებერვალში, რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო ფორუმის მასპინძელი საქართველო იყო. #Connect2018 საავიაციო ფორუმი თბილისში ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი