03:53 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლიბანის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ თურქეთში ევროპის საავიაციო ფორუმში მონაწილეობს

სიახლეები

არჩილ თალაკვაძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ნიდერლანდების სამეფოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.

არჩილ თალაკვაძემ მააიკე ვან კოლდამს ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. არჩილ თალაკვაძემ ხაზი ასევე გაუსვა ნიდერლანდების მნიშვნელოვან კონტრიბუციას ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში. პარლამენტის თავმჯდომარე ელჩს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების და მიმდინარე პოლიტიკური საკითხების შესახებ ესაუბრა და ხელისუფლების არგუმენტები და ხედვა გააცნო.

ყურადღება საპარლამენტთაშორისო და სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებაზეც გამახვილდა.  აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი საინვესტიციო პოტენციალი სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ახალი ტექნოლოგიების, წყლის მენეჯმენტისა და სხვა მიმართულებებით.

 შეხვედრაზე განხილული ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, რუსული ოკუპაცია და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული პოლიტიკა, მათ შორის დეკემბერში განხორციელებული მასობრივი კიბერთავდასხმა იყო. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა და ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გააცნო.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობა პანდემიასთან საბრძოლველად

23 მარ 2020კვირის გრაფიკი

                საქართველოში მწვავე მოვლის საავადმყოფო საწოლები მოსახლეობასთან მიმართებაში ყველაზე დაბალია ევროპაში. ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის მონაცემებით...

კორონავირუსის გავრცელების სიმძიმე ქვეყნების მიხედვით

16 მარ 2020კვირის გრაფიკი

                  ქვეყნის მოსახლეობასთან შედარებით კორონავირუსი (Covid-19) მსოფლიოში ყველაზე მეტად იტალიაშია გავრცელებული. ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე იტალიაში 410...

ვიზიტორთა კლება საქართველოში

9 მარ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში ვიზიტორთა წლიური ზრდა თებერვალში იანვართან შედარებით საგრძნობლად შემცირდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით 2020 წლის იანვრის წლიური ზრდა...

პოპულარული

კორონავირუსის გავრცელება მსოფლიოში

კორონავირუსის გავრცელება მსოფლიოში

2 მარტი, 2020კვირის გრაფიკი

ვიზიტორთა კლება საქართველოში

ვიზიტორთა კლება საქართველოში

9 მარტი, 2020კვირის გრაფიკი