სიახლეები
თამარ არჩუაძე: წელს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მილიონზე მეტ მგზავრს ველოდებით
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალი, რომელიც არსებულ ტერმინალზე 4 ჯერ დიდი იქნება, შემოდგომიდან მოემსახურება. ახალი ტერმინალის მშენებლობა დასრულებულია. მიმდინარეობს საინჟინრო-კომუნიკაციების მოწყობა. სამუშოები ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა თამარ არჩუაძემ დაათვალიერა.
,,ამ ეტაპზე ვიწყებთ ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოებს, რომელიც შემოდგომაზე დასრულდება და მგზავრების მიღებას შეძლებს. ახალი ტერმინალი საათში 1200 მგზავრის მომსახურების საშუალებას მოგვცემს. რაც არსებულ გამტარუნარიანობაზე 4 ჯერ მეტია,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.
ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება არსებული ტერმინალის სარემონტო სამუშაოები. რის შემდეგაც ორივე ტერმინალი გაერთიანდება და აეროპორტს ექნება საერთო ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვის არის საჭირო.
,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი ყოველწლიურად იზრდება. ევროპის მასშტაბით ვართ მეორე ადგილზე იმ აეროპორტებს შორის, რომლებიც 5 მილიონზე ნაკლები მგზავრთნაკადი აქვს. წელს ქუთაისის აეროპორტში მილიონზე მეტ მგზავრს ველოდებით. შესაბამისად დღის წესრიგში დადგა აეროპორტის გაფართოების აუცილებლობა, რათა მგზავრებს უფრო კომფორტულად და შეუფერხებლად მოვემსახუროთ,-‘’ განაცხადა თამარ არჩუაძემ.
ახალ ტერმინალს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და პიკურ საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. 2019 წელს მგზავრთნაკადი ქუთაისის აეროპორტში 42% გაიზარდა და აეროპორტი 900 000 მდე მგზავრს მოემსახურა. მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მთლიანი ფართი დაახლოებით 30 ათასი კვადრატული მეტრი იქნება.
მსგავსი სიახლეები

17 დეკ 2020ტრანსპორტი
B კატეგორიის ტაქსებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით საქმიანობა 2022 წლამდე შეეძლებათ

3 სექ 2020ტრანსპორტი
3 სექტემბრიდან მესტიის მიმართულებით ფრენები განახლდება

27 ივლ 2020ტრანსპორტი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ ათენიდან სარეპატრიაციო რეისი განხორციელდება
კვირის გრაფიკი
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იან 2021კვირის გრაფიკი
უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკ 2020კვირის გრაფიკი
მსოფლიოს განვითარებულმა სახელმწიფოებმა კორონავირუსის ვაქცინები მათთვის საკმარისი რაოდენობით უკვე დაიჯავშნეს. ვინაიდან ვაქცინები თავდაპირველ ეტაპზე შეზღუდული რაოდენობით...
პოპულარული

მსოფლიოს ენერგიის პრობლემა
21 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

B კატეგორიის ტაქსებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით საქმიანობა 2022 წლამდე შეეძლებათ
17 დეკემბერი, 2020ტრანსპორტი

არჩილ თალაკვაძე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა
17 დეკემბერი, 2020პოლიტიკა
