11:40 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თეა წულუკიანმა აბაშაში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
თამარ არჩუაძე: წელს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მილიონზე მეტ მგზავრს ველოდებით

სიახლეები

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლს იწყებს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ფარგლებში, იწყებს „გარემოს შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული  გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულებისა და  ეფექტიანობის შეფასების პროექტს სახელწოდებით „გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლი“.

ამ მნიშვნელოვან საკითხს მიეძღვნა კომიტეტში დღეს გამართული საკოორდინაციო შეხვედრა, რომელსაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი უძღვებოდა.

შეხვედრაზე, რომელშიც  პარლამენტის თანამშრომლებთან ერთად, ექსპერტები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილებდნენ, დეტალურად გაწერეს სამოქმედო გეგმა და შეიმუშავეს კითხვარი, რომელზე პასუხებიც ნათელს გახდის, თუ რა სახისაა, ანდა სადაა პრობლემები, კანონმდებლობის აღსრულების რომელ ეტაპზე.

პროექტის მიზანია  დაინტერესებული მხარეებიდან ინფორმაციის მოპოვება, თუ  რამდენად სრულფასოვნად მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა და არსებობს თუ არა მისი აღსრულების ხარვეზები და შესაბამისი ხელისშემშლელი მიზეზები.

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი პარლამენტმა 2017 წელს მიიღო, გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებული ნორმები  2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, ამასთანავე გზშ-პრაქტიკა საქართველოში მრავლ წელს მოითვლის, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც გაირკვა, წინასწარი მონაცემებით, გზშ-ანგარიშების უმრავლესობის ხარისხი ვერავითარ კრიტიკას უძლებს.

 როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გაცემული რამდენიმე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სასამართლოშიც კია გასაჩივრებული. სავარაუდოდ იკვეთა პრობლემები, რომლებიც ეხება გზშ-ბის ხარისხს, რადგანაც ისინი რეალურად არ ასახავენ პრობლემებს. პრობლემად აღმოჩნდა გზშ-ზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, პროცესის საჯაროობა და სხვა. ამდენად, კომიტეტში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის მიერ წარმოდგენილ იქნეს დასაბუთებული მოსაზრებები გზშ-ანგარიშების ხარისხთან დაკავშირებით.

მოკვლევის შემდეგ, კომიტეტი შეიმუშავებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ  გზშ-პროცედურის სრულფასოვან აღსრულებას და გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას განხორციელებული საქმიანობის უარყოფითი ზემოქმედებისგან.

ღონისძიება ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის  (UNDP) მხარდაჭერით და ვესტმინსტერის  დემოკრატიის ფონდის თანამშრომლობით.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

პოპულარული

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოემბერი, 2020კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და ვაქცინა

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოემბერი, 2020კვირის გრაფიკი