სიახლეები
სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო
თბილისის მერიამ დღეიდან, სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განცხადებების მიღება დაიწყო.
სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ის სტუდენტები დაფინანსდებიან, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 70 000 ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე სწავლობენ.
სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე სწავლის დაფინანსების გაცემა სემესტრულად, წელიწადში ორჯერ, თითოეული სტუდენტის აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით, სასწავლო გრანტის ფარგლებში ხდება. 51-70 ქულის შემთხვევაში, დაფინანსების ოდენობა 50% იქნება, 71-90 ქულის შემთხვევაში - 70%, ხოლო 91-100 ქულის მქონე სტუდენტები სრულ, 100%-იან დაფინანსებას მიიღებენ.
დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ასლი; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან; ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით; უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა; უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); სამოტივაციო წერილი.
რაც შეეხება პირველი სემესტრის სტუდენტებს, სხვა დოკუმენტებთან ერთად, მათ უნდა წარმოადგინონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა.
დოკუმენტაცია და განცხადება სტუდენტმა უნდა წარადგინოს პირადად. განცხადებების მიღება მიმდინარე წლის 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. მის: შარტავას ქ. N7.
მსგავსი სიახლეები

12 ოქტ 2020განათლება
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა

23 იან 2020განათლება
პარლამენტის სტაჟიორებმა პროექტი - „ინკუნაბულა“ განახორციელა

25 დეკ 2019განათლება
კახა კალაძე თბილისის მერიის სტიპენდიანტებს შეხვდა
კვირის გრაფიკი
ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე
9 აგვ 2021კვირის გრაფიკი
საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...
ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო
6 აგვ 2021კვირის გრაფიკი
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...
ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში
2 აგვ 2021კვირის გრაფიკი
ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...