20:49 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თბილისის მერიასა და წითელი ჯვრის საზოგადოებას თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 9.0 პროცენტზე ტოვებს

სიახლეები

თბილისის საჯარო ბაღებში საკვები პროდუქტების გაცემა 19 მარტიდან დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლები საკვები პროდუქტების მიღებას 19 მარტიდან შეძლებენ. თბილისის მერის ინიციატივის შესაბამისად, ის კომპანიები, რომლებიც წლის განმავლობაში საბავშვო ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებენ, 12 სახეობის საკვები პროდუქტისგან დაფასოებული პაკეტის საბავშვო ბაღებისთვის მიწოდებას უზრუნველყოფენ.

პროდუქტების გაცემისთვის მომზადების პროცესს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დღეს N9 და N143 ბაღებში გაეცნო და ადმინისტრაციას იმ პროცედურებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლის დაცვაც, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აუცილებელია.

„თბილისში მოქმედი 181 ბაგა-ბაღის ყველა აღსაზრდელისთვის განკუთვნილია პროდუქტების ნაკრები, რომელიც შევადგინეთ სპეციალისტების რეკომენდაციით. მშობლებთან კომუნიკაციას აწარმოებენ ბაღების ადმინისტრაციები და ადგენენ ბაღში ვიზიტის გრაფიკს, რათა თავიდან იქნას აცილებული ახლო ფიზიკური კონტაქტი. ამასთან, ბაღის პერსონალი გაატარებს ყველა ჰიგიენურ-სანიტარიულ ღონისძიებას, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, - განმარტა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, არამალფუჭებადი პროდუქტები ხუთი დღის განმავლობაში გაიცემა და აღსაზრდელების მშობლებს მისი მიღება ორ კვირაში ერთხელ შეეძლებათ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეჩერებულია. დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პერიოდში, ბავშვთა კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტი აღსაზრდელების მშობლებს გადაეცემათ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი