21:42 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მამუკა მდინარაძე: ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ ეკონომიკის სტიმულირებას და ჩვენი მოსახლეობის დახმარებას
მარიამ ჯაში: „ქართველ ექიმებს არასდროს გაუწყვეტიათ კავშირი აფხაზეთთან და არც კორონავირუსის წინაშე დატოვებენ მარტო!“

სიახლეები

კომპანიამ „ჯი თი გრუპი“ გამგეობებს მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა

კომპანიამ „ჯი თი გრუპი“ თბილისის გამგეობებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ილია ელოშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და რაიონის გამგებლებთან ერთად გაეცნო.

თბილისის მერმა კამპანიაში ჩართულ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ აღნიშნული პროექტის განხორციელება. ვეხმარებით ხანდაზმულებს და ყველას, ვისაც ჩვენი მხრიდან ხელშეწყობა სჭირდება. ამ ყველაფერში ჩართულია ბიზნესსექტორი, რისთვისაც მათ მინდა მადლობა გადავუხადო. დღეს, „ჯი თი გრუპი“  იყო წარმოდგენილი, რომელმაც 1 000 ოჯახისთვის განკუთვნილი პროდუქტები მოიტანა, რომლის დარიგებას დღეიდან დავიწყებთ და  ათივე რაიონში გადანაწილდება. ეს პროექტი გაგრძელდება და დავეხმარებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენი თანადგომა  სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთანავე, კამპანიის ფარგლებში,  „ჯი თი მოტორსმა“ დედაქალაქის მერიას საჩუქრად  ავტომანქანა გადასცა, რომლითაც საჭიროების მქონე მოქალაქეებს პროდუქცია დაურიგდებათ.

მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათების გადაცემის პროცესს თბილისის საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ.

მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გაგრძელდება და სისტემატურ ხასიათს მიიღებს. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ნუტრიციოლოგებთან ერთად, შედგენილია მინიმალური პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და ორ მიმართულებას მოიცავს: საკვები პროდუქტები და მედიკამენტები, ასევე, ჰიგიენური საშუალებები. ესენია: შაქარი, ბრინჯი, ჩაი, მაკარონი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი, ხორბლის ფქვილი, ზეთი, მარილი, ლობიო, ორცხობილა და პირველადი მოხმარების საგნები.

აღნიშნული პაკეტი მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით გადაეცემათ, მოხალისეობის მსურველები კი მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 უნდა დარეგისტრირდნენ. ღონისძიება  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი