14:44 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოს აეროპორტების 2020 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკა
დიმიტრი მხეიძე: ქუთაისის "მადლიერების სახლის" ყველა ბენეფიციარი საცხოვრებელ ადგილებზე მიიღებს იმ პროდუქტებს, რომელიც მათთვის "მადლიერების სახლის" სასადილოში სადილების მოსამზადებლად იყო განკუთვნილი

სიახლეები

მამუკა მდინარაძე: სახალხო დამცველის ანგარიშით ფაქტობრივად დადასტურდა ის, რაზეც ჩვენ 9 თვეზე მეტია  ვსაუბრობთ

„ბუნებრივია, სახალხო დამცველის ანგარიში ვერ იქნება კრიტიკას მოკლებული, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სახალხო დამცველის ანგარიშით ფაქტობრივად დადასტურდა ის, რასაც ჩვენ 9 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით - ის, რომ უკანონო ბრძანება გასროლაზე   არავის გაუცია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

 სახალხო დამცველის ანგარიშზე საუბრისას, სადაც ომბუდსმენი 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება, მამუკა მდინარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანგარიში ადასტურებს - უკანონო დავალება არავის გაუცია.

„აქვე, აბსოლუტურად არარელევანტურია მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს იქ მონტაჟის კვალი არსებობს ან რაციების ჩანაწერიდან ვიღაცამ რაღაც ამოჭრა, რადგან ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მონტაჟის კვალი აქ არ არსებობს. შესაბამისად, დასტურდება ისიც, რომ უკანონო დავალება არავის არ გაუცია - პოლიციელები მოქმედებდნენ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტზე იყო მიტანილი შტურმი და რამდენიმე საათის განმავლობაში,  ყველანი ვხედავდით, რომ პოლიციელებს აყენებდნენ მძიმე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. რეაქცია ამაზე, შემთხვევებში, არის გამოსაძიებელი, მაგრამ რაც მთავარია, დადასტურდა ის, რაც ჩვენ არაერთხელ ვთქვით - ბრძანება გაცემული არ ყოფილა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...

ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში

2 აგვ 2021კვირის გრაფიკი

ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...