03:26 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების აქციას რამდენიმე კომპანია შეუერთდა
მამუკა მდინარაძე: სახალხო დამცველის ანგარიშით ფაქტობრივად დადასტურდა ის, რაზეც ჩვენ 9 თვეზე მეტია ვსაუბრობთ

სიახლეები

საქართველოს აეროპორტების 2020 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკა

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2020  წლის პირველ სამ თვეში საქართველოს აეროპორტები ჯამში - 710,143 მგზავრს მოემსახურა. რაც -30% ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019  წელი 1,014,734 მგზავრი). კლება ფიქსირდება ამავე პერიოდის რეისებთან დაკავშირებითაც. 2020 იანვარ-მარტში საქართველოს ხუთივე აეროპორტში 3,785 რეისი განხორციელდა, რაც -27% ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2020 წელი - 5,200 რეისი). საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის კლების მიზეზი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, როგორც საქართველოში, ასევე თითქმის მთელს მსოფლიოში, რეგულარული სამგზავრო გადაზიდვების შეჩერებაა.

ამ დროისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულდება რეგულარული სატვირთო გადაზიდვები და სპეციალური ჩარტერული რეისები, რომელსაც საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით ნიშნავს. შეზღუდვები ასევე  არ ეხება მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებს, როგორიცაა ამბულატორიული, ავარიული, ტექნიკური და სხვა სახის ფრენები.

მარტში მგზავრთნაკადის კლება ამბროლაურის გარდა, ქვეყნის ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ აეროპორტში დაფიქსირდა:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2020 წლის მარტში 79,556 მგზავრს მოემსახურა, რაც -75 % ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი მგზავრი 314,067). რაც შეეხება ჯამს სამი თვის ჭრილში: შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში აქაც კლება ფიქსირდება. იანვარ-მარტში თბილისის აეროპორტი 479,108

მგზავრს მოემსახურა. რაც -40% ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წელი 804,675- მგზავრი). რაც შეეხება ცვლილებას რეისების კუთხით, სამი თვის ჭრილში საქართველოს ძირითად აეროპორტში რეისები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედეარები -36 % არის შემცირებული და იანვარ-მარტში სულ 2,717 რეისი განხორციელდა. (2019 წელი 4,269 რეისი).

 

2020 წლის მარტში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 7,303 მგზავრმა ისარგებლა. რაც -66% ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2019 წელი 21,664 მგზავრი). სამი თვის ჭრილში კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 47,574 მგზავრს მოემსახურა, რაც -8 % ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წელი 51,916 მგზავრი).  


ბოლო წლების განმავლობაში პირველად, 2020 წლის მარტში მგზავრთნაკადის კლება ფიქსირდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი მარტში
27,439 მგზავრს მოემსახურა, რაც -49% ნაკლებია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.  (2019 წელი 53,316 მგზავრი). სამი თვის ჭრილში კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 16 %- იანი ზრდაა და 181,675 მგზავრი შეადგინა. (2019 წელი 156,784 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს:

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში 2020 წლის მარტში 328 ადამიანს მოემსახურა და მგზავრთნაკადი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -22 % შემცირდა. (2019 წელი 421  მგზავრი).

ერთადერთი აეროპორტი, სადაც მარტში მგზავრთნაკადის ზრდა ფიქსირდება ამბროლაურის აეროპორტია. გასულ თვეს აეროპორტით 45 ადამიანმა ისარგებლა და მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2% გაიზარდა. (2019 წელი 45 მგზავრი).

 

ადგილობრივ აეროპორტები, 2020 წლის სამ თვეში ჯამურად 1,786 მგზავრს მოემსახურნენ. რაც 31% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2019 წელი 1,359 მგზავრი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ეკონომიკური ზრდა 2020 წელს

ეკონომიკური ზრდა 2020 წელს

27 აპრილი, 2020კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი