04:07 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
საქართველოს აეროპორტების 2020 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკა

სიახლეები

 სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების აქციას რამდენიმე კომპანია შეუერთდა

კომპანია M2-მა თბილისის გამგეობებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო.

თბილისის მერმა პროექტში ჩართულ კომპანიებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, დღევანდელ აქციაში რიგითი მოქალაქეებიც ჩაერთნენ, რომლებმაც საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები საკუთარი ხარჯებით შეიძინეს.

„ძალიან დიდია სოლიდარობის გრძნობა. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია M2-ს,  რომელმაც 1000 ოჯახისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები წარმოადგინა, რომლებიც დღეიდან ათივე რაიონში გადანაწილდება და ყველა იმ ოჯახს დაურიგდება, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდება. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის „თბილპურს“, „ზედაზენს“ „ნატახატარსა“ და ყველა იმ კომპანიას, ვინც ამ პროექტშია ჩართული. დღეს ორმა ახალგაზრდამ - ეკამ და ანამ, დაახლოებით, 100 ადამიანისთვის საკვები პროდუქტები გადმოგვცა, რისთვისაც მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი. მადლობა რიგით მოქალაქეებს, თბილისელებს, ვინც ჩართულია ამ პროექტში. როდესაც ისინი „აგროჰაბის“, „კარფურის“, „გუდვილისა“ და „სმარტის“ სუპერმარკეტებში შედიან, სპეციალურად ამ ოჯახებისთვის განკუთვნილ პროდუქტს ყიდულობენ. შემდეგ კი ჩვენ მოხალისეებისა და გამგეობის თანამშრომლების ჩართულობით, მათ მოსახლეობაში ვარიგებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტებისა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიაში დღეს კომპანიები - „ზედაზენი“, „ნატახტარი“ და „თბილპური“ ჩაერთნენ. ასევე, მოქალაქეებმა - ეკა ურეკაძემ და ანა გოგუშვილმა საკუთარი სახსრებით, 100 მარტოხელა მოხუცისთვის განკუთვნილი ნობათები შეიძინეს და გამგეობებს გადასცეს.

მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების კამპანია გრძელდება. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.

ნობათების გადაცემის პროცესს თბილისის მერთან ერთად, რაიონის გამგებლები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...