21:43 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ვაკის რაიონში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N22 კორპუსთან დასასვენებელი სივრცის და სპორტული მოედნის მოწყობა
ირაკლი კობახიძე: „ოპოზიციას ვურჩევ შეეშვან სპეკულაციებს და შეასრულონ მათ მერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება“

სიახლეები

 ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩაზე, სანზონის N18 კორპუსის მიმდებარედ ახალი სკვერის მოწყობა გრძელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 081 კვ.მ ფართობზე სრულდება.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო სარწყავი სისტემა და ბალახის საფარი. ამ ეტაპზე, სკვერის ფილებითა და ბორდიურით მოპირკეთება მიმდინარეობს. მოეწყობა გარე განათების ქსელი, დამცავი მოაჯირი და საპარკე ინფრასტრუქტურა, კაუჩუკისსაფარიან მოედანზე კი საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად დაათვალიერა.

„ამ ადგილას გამწვანებული ტერიტორია იყო, თუმცა არ არსებობდა ინფრასტრუქტურა, დასასვენებელი სივრცე, რომ მოსახლეობას ესარგებლა. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს ახალი, კეთილმოწყობილი სკვერი ექნებათ. აქ სავარჯიშო ტრენაჟორები გასულ წელს დავამონტაჟეთ. ახლა უკვე სკვერში საბავშვო გასართობი ზონა მოეწყობა“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

გუდამაყრის ქუჩაზე სკვერის კეთილმოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 115 915 ლარი გამოყო.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი