03:03 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
შალვა კიკნაველიძე: სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ქართული პროდუქციისა და მეურნეობის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული
ირაკლი კობახიძე: „ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ დამოუკიდებელ დეპუტატებთან და დამატებით, ორ ფრაქციასთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ“

სიახლეები

გიორგი კახიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე უარი მიუთითებს იმაზე, რომ მათთვის ქვეყნის წარმატება  არ არის სასურველი

„მიზეზი, რომელიც ხელს უშლიდა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას, იყო საგანგებო მდგომარეობა. ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის შემდეგ აღარ გაგრძელდება, პარლამენტი გააგრძელებს კონსტიტუციური ცვლილებების  განხილვას“, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.

მისი ინფორმაციით,  თავდაპირველად  დასრულდება საყოველთაო-სახალხო განხილვის ეტაპი, ხოლო ამის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებს დეპუტატები  პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. მისივე განცხადებით, ივნისის ბოლომდე შესაძლებელი იქნება კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვის დასრულება.

„რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას ამ პროცესთან მიმართებაში, იმედი მაქვს, რომ დამოუკიდებელი დეპუტატები და პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები მხარს დაუჭერენ კონსტიტუციურ ცვლილებებს. ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების გარეშეც. თუმცა, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებზე იქნება პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც მათ აიღეს ამ შეთანხმების ხელმოწერისას და დღეს გადაწყვიტეს, რომ მას მხარი არ დაუჭირონ. დარწმუნებული ვარ, რომ მათი ხმების გარეშეც  განვახორციელებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. თუმცა მათი მოქმედება მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნის წარმატება და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება  მათთვის არ არის სასურველი“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.​

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ეკონომიკური ზრდა 2020 წელს

ეკონომიკური ზრდა 2020 წელს

27 აპრილი, 2020კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი