02:36 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში
მიცკევიჩის ქუჩაზე სკვერი განახლდა

სიახლეები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა, ორი საკითხი განიხილეს - კანონპროექტი  „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და სარატიფიკაციო დოკუმენტი საქართველოში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილებას, გამოვლენასა და რეაგირებასთან დაკავშირებით.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დიმიტრი ხუნდაძემ კომიტეტის წევრებს კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე მსოფლიოში  და, კერძოდ, საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, გარკვეული სტატისტიკური მონაცემები  გააცნო და განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა ეპიდემიოლოგიურად შედარებით უკეთესად გამოიყურება, რაც დიდი დამსახურებაა დროული რეგულაციების. მისივე თქმით, ეპიდემიოლოგები მაინც ფრთხილობენ და, რეგულაციების შემსუბუქების რეჟიმზე გადასვლის მიუხედავად, სიფრთხილის გამოჩენა მაინც ყველას მართებს. 

კომიტეტის თავმჯდომარემ აქვე მადლობა გადაუხადა ექიმებს გაწეული სამსახურისთვის და მათ თანადგომა გამოუცხადა.

„რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგებისა და ექიმების როლი გამორჩეულია, თუმცა, ეს შედეგი მხოლოდ ეპიდემიოლოგებისა და ექიმების დახმარებით არ დამდგარა. ოპოზიციის მხრიდან ვხედავდი ექიმების არაგულწრფელ ქება-დიდებას მხოლოდ იმიტომ, რომ სხვისი როლი გაექარწყლებინათ, თითქოს, ეს მხოლოდ ექიმების კლინიკებში, სტაციონარებში პაციენტთან უშუალო მუშაობის შედეგი იყო. მთელი სისტემა მუშაობდა- დაწყებული მესაზღვრეებიდან, სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელებიდან, თითოეული სამსახურის უფროსით დამთავრებული. ეს შედეგი საერთო და ყველასთვის სასურველია. მოდით, ნუ დავკარგავთ შედეგს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ და იქვე ისიც აღნიშნა, რომ ბუნებრივია პრობლემები არის, მაგრამ ჩვენ ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ ეპიდემიოლოგიურად სტაბილური მდგომარეობა, რათა საბოლოო ჯამში ქვეყნის ინტერესები ყველა ასპექტში იყოს დაცული.

სხდომაზე განცხადება გააკეთა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ. მან სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნა, რომ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პანდემიის გამოცხადების შემდეგ პირველად ტარდება, მნიშვნელოვანი იყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისთვის მოესმინათ, ან სამინისტროს წარმომადგენელი მაინც მოსულიყო, რათა მიეღოთ სრულყოფილი ინფორმაცია  ეპიდემიოლოგიურ პროგნოზებზე. მან იმედი გამოთქვა, რომ კომიტეტის შემდეგ სხდომაზე უშუალოდ მთავრობის წარმომადგენლისაგან მიიღებენ შესაბამის ინფორმაციას.

შემდეგ, კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა პარლამენტის წევრების: გოგა გულორდავასა და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

საკითხი  პარლამენტის წევრმა გოგა გულორდავამ გამოიტანა, რომელმაც განაცხადა, რომ კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტს მეორე მოსმენისთვის ცვლილება არ განუცდია.

მომხსენებლის განცხადებით, ზოგადად, მოქმედი  „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის მიხედვით დღეს დღეისობით არსებობს თამბაქოს ნაწარმის მიწოდება 50 ან 100 გრამიან პირველად საფუთავებში, ხოლო წარმოდგენილი  ცვლილებების მიხედვით,  კანონპროექტის მიღების შემდეგ, ზემოაღნიშნული პროდუქტის მიწოდება უკვე 15 გრამიან საფუთავებშიც გახდება შესაძლებელი.

კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის მიმართ შენიშვნები გამოითქვა. კომიტეტის წევრთა უმრავლესობის აზრით, თამბაქოს ნაწარმის მცირე შეფუთვებით გაყიდვა გაზრდის მის ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და დაუცველი ჯგუფებისათვის. ამასთანავე, წარმოდგენილი პროექტი კომიტეტის წევრების ლევან კობერიძის, გუგული მაღრაძის, ლადო კახაძის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, ეწინააღმდეგება პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პრინციპებს, თამბაქოს კონტროლის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, ევროკავშირის დირექტივებს. საქართველოს მიერ მიღებული კანონმდებლობა აღიარებულია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც შეესატყვისება ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2014/40/EU დირექტივას თამბაქოს და მასთან დაკავშირებული პროდუქტების შესახებ, რომელიც ადგენს, რომ თუთუნის შეფუთვა 30 გრამზე ნაკლებ პროდუქტს არ უნდა შეიცავდეს.

ლევან კობერიძემ  ინიციატორებს მოუწოდა კანონპროექტი გაიწვიონ და ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოიყვანონ, ხოლო კომიტეტის წევრებს - მხარი არ დაუჭირონ წარმოდგენილ ვარიანტს.

 საბოლოოდ, კომიტეტმა აღნიშნულ კანონპროექტზე კენჭისყრა გადადო. 

კომიტეტმა ასევე განიხილა სარატიფიკაციო დოკუმენტი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (COVID – 19 ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტი)“, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, სასესხო შეთანხმებას ხელი მიმდინარე წლის 1 მაისს მოეწერა და  აღნიშნული ხელშეკრულების მიზანია, საქართველოში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილება, გამოვლენა და რეაგირება.

იგი სამი ნაწილისგან შედგება და მოიცავს COVID-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების მიზნით საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემიოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერებას, ზოგადი ტესტირების შესაძლებლობის გაზრდასა და კრიტიკული სამედიცინო საშუალებებისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის გაფართოებას ასევე, COVID-ით დაზარალებული ოჯახებისა და პირების სოციალურ და ფინანსურ მხარდაჭერას.

სასესხო შეთანხმების ფარგლებში IBRD სესხის სახით გამოყოფს 73.1 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას. სესხის ხანგრძლივობა 26 წელია, მათ შორის, 13 წელი - შეღავათიანი პერიოდი.

კომიტეტმა წარმოდგენილ სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა.

 

 

​ 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ეკონომიკური ზრდა 2020 წელს

ეკონომიკური ზრდა 2020 წელს

27 აპრილი, 2020კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი