19:41 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თბილისის მერმა 27 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა
ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

სიახლეები

დღეიდან სანოტარო ბიუროები ეტაპობრივად გაიხსნება

სანოტარო ბიუროების გახსნა და მათი ჩვეულ სამუშაო რეჟიმში ეტაპობრივად დაბრუნება თბილისიდან დაიწყო. დღეს, 20 მაისს,  პირველი ასეთი ბიურო დავით გამრეკელის ქ. №6-ში უკვე გაიხსნა. რაც შეეხება დროებით სანოტარო ბიუროებს, ისინი mygov.ge-ის მოქალაქის პორტალზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის   პრინციპით მუშაობას იმ დრომდე გააგრძელებენ, სანამ სანოტარო ბიუროების ფუნქციონირება სრულად არ აღდგება.

სანოტარო ბიუროებმა მუშაობის გასაახლებლად  ნებართვა იუსტიციის სამინისტროსაგან უნდა მიიღონ. ამისათვის კი აუცილებელია, სამუშაო სივრცე იძლეოდეს საშუალებას, სრულად იქნეს დაცული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, კორონავირუსთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რათა საფრთხე არ შეექმნას სერვისის მისაღებად მისული მოქალაქეებისა და ნოტარიუსების ჯანმრთელობას.

იმისათვის, რომ სანოტარო ბიურომ ჩვეულ რეჟიმში მუშაობის უფლება მოიპოვოს, ნოტარიუსმა  სამინისტროს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია იმის შესახებ, რომ მათი ბიურო აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
 

 -  ბიუროს საერთო ფართობი  არის არანაკლებ 30 კვ. მეტრისა;

 -  სანოტარო ბიურო ან მისი ნაწილი არ  მდებარეობს შენობის ნულოვანი ნიშნულის ქვევით;

 -  ნოტარიუსის სამუშაო ოთახი  გამოყოფილია სხვა ოთახებისაგან და აქვს ფანჯარა;

 -  მოქალაქეთა მისაღები ან მოქალაქეთა მოსაცდელი სივრცის ფართობი არის არანაკლებ 15 კვ. მეტრისა და აქვს ფანჯარა, ხოლო თუ მოქალაქეთა მისაღები ან მოქალაქეთა მოსაცდელი სივრცე, ამავე დროს, ნოტარიუსის თანაშემწის სამუშაო ოთახია, მისი ფართობი არის არანაკლებ 20კვ. მეტრისა;

 -  მოქალაქის მოსაცდელად განკუთვნილი ოთახის მოპირდაპირე კედლებს შორის მანძილი არის არანაკლებ  3 მეტრისა;

 -  იმ სანოტარო ბიუროებში, სადაც თარჯიმანიც მუშაობს, მისთვის ცალკე ოთახია გამოყოფილი, სანოტარო ბიუროს საერთო ფართი კი  არ არის  40 კვ. მეტრზე ნაკლები.

  - იმ შემთხვევაში კი, თუკი ბიუროში ერთდროულად ნოტარიუსის ორზე მეტი თანამშრომელია (თანაშემწე, თარჯიმანი ან სხვა),  სანოტარო ბიუროს საერთო ფართობი არის არანაკლებ 50 კვ. მეტრისა.

შესაბამისი დოკუმენტაციის (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან,  აზომვითი ნახაზი) სრულყოფილად წარდგენის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გასცემს ნებართვას ნოტარიუსზე სანოტარო ბიუროს გახსნის შესახებ. ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას, იუსტიციის სამინისტრო ასევე იღებს მხედველობაში საქართველოში არსებული ყველა სანოტარო ბიუროს ინსპექტირების შედეგებს, რომლებიც მიმდინარე წლის აპრილ-მაისში ჩატარდა. ინსპექტირების ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ვიზიტი განხორციელდა  239 სანოტარო ბიუროში, მოხდა ოთახების აღწერა და დასურათება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სანოტარო ბიურო მიმდინარე წლის 30 მარტიდან დაიხურა, თუმცა, იმისათვის, რომ  აუცილებლობის შემთხვევაში მოქალაქეებს შესძლებოდათ სანოტარო სერვისის მიღება, 1-ლი აპრილიდან თბილისსა და რეგიონებში მოეწყო დროებითი სანოტარო ბიუროები. საქართველოს მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში, სულ 14 დროებითი სანოტარო ბიუროა; დღეიდან კი, საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების შერბილების კვალდაკვალ, დროებითი სანოტარო ბიუროების პარალელურად, სანოტარო ბიუროები ფუნქციონირებას ეტაპობრივად, ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ.
  

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი